საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“(PMMG) აბანოთუბანში მეჩეთის გაძარცვის ფაქტს ეხმაურება

საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“(PMMG) აბანოთუბანში მეჩეთის გაძარცვის ფაქტს ეხმაურება. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, მომხდარი „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“-ს საქმიანობისათვის ხელისშეშლას წარმოადგენს. 

"PMMG გმობს გუშინ ღამით ქალაქ თბილისში, აბანოთუბანში მდებარე ჯუმა მეჩეთის გაძარცვის ფაქტს და მიიჩნევს, რომ მომხდარი, გარდა კრიმინალური ქმედებისა, წარმოადგენს „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“-ს საქმიანობისათვის ხელისშეშლას.

„მრავალეროვანი საქართველო“(PMMG) მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული საქმე და უზრუნველყონ როგორც გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, ასევე დამნაშავეების დროული დასჯა.

შეგახსენებთ, აბანოთუბანში მდებარე ჯუმა მეჩეთი გუშინ გვიან ღამით გაძარცვეს, როგორც მუფთი, იასენ ალიევი აცხადებს, მეჩეთიდან წაღებულია კომპიუტერი",-აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. 

http://www.ipress.ge

| |