"მე და საზოგადოება"

განათლების სამინისტრო 2016-2017 სასწავლო წლებში მე-3 და მე-4 კლასების სასწავლო პროგრამაში ახალი საგნის "მე და საზოგადოება" შეტანას აპირებს. საპატრიარქო ამ საგნის სახელმძღვანელოს შინაარსის საჯარო განხილვის ინიციატივით გამოვიდა. მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ მიესალმება განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას საგნის „მე და საზოგადოება“ დაწყებით კლასებში სწავლების შესახებ. მიგვაჩნია, რომ ეს საგანი, რომელიც თავისი კონტექსტით გულისხმობს სამოქალაქო განათლების შესახებ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას, მისი ხარისხიანად სწავლების შემთხვევაში ხელს შეუწყობს მოზარდის აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბებას. ვფიქრობთ, რომ საგანი თავისი შინაარსიდან გამომდინარე ორიენტირებულია იმ უნარების განვითარებაზე, რომელიც აუცილებელია თანამედროვე სამყაროში წარმატების მისაღწევად. ჩვენი ორგანიზაცია გამოთქვამს იმედს, რომ სკოლებში სამოქალაქო განათლების კომპონენტის გაძლიერება კვლავაც პრიორიტეტული იქნება და გაგრძელდება მუშაობა ამ მიმართულების შემდგომ განვითარებასა და დახვეწაზე.
რაც შეეხება საპატრიარქოს მოთხოვნას, რომ მოეწყოს საჯარო განხილვები აღნიშნული საგნის სასწავლო პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით, „მრავალეროვანი საქართველო“ მზადაა ჩაერთოს ამ საჯარო განხილვებში და დააფიქსიროს თავისი პოზიცია საგნის ღირებულებისა და მისი სწავლების აუცილებლობის შესახებ. ამ თემაზე იხილეთ ტელეკომპანია "მაესტრო"-ს სიუჟეტი:

http://maestro.ge

| |