სოფიო შამანიდი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

„საკმაოდ მნიშვნელოვანია ის, რომ პრეზდენტის ადმინისტრაცია დიდ ყურადღებას აქცევს ეთნოსთაშორისი ურთიერთობების სფეროში არსებულ გამოწვევებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ სფეროებს, როგორიცაა სამოქალაქო ინტეგრაცია, ეთნიკური უმცირესობების სპეციფიკური უფლებების დაცვა, ქართული ენის პოპულარიზაცია იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ“, - ამ საკითხებზე საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“(PMMG) თავმჯდომარემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის დარგში პრეზიდენტის მრჩევლის სოფიო შამანიდის ინიციატივით ჩატარდა და მას ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები დაესწრნენ. აღნიშნულ თემაზე იხილეთ ტელეკომპანია „მაესტრო“-ს სიუჟეტი:

https://www.youtube.com

| |