შეხვედრა

პარასკევს, 11 დეკემბერს "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში" საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო"-ს ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. სომხეთის ყოფილი ელჩი საქართველოში(2011-2014)ოვანეს მანუკიანი დამოუკიდებლ ექსპერთა კლუბის წევრებს და კონფლიქტების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ტერორიზმის საფრთხეებსა და რუსეთ-თურქეთს შორის არსებული დაძაბული ვითარების სამხრეთ კავკასიის რეგიონზე ზეგავლენის შესახებ ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხისა და აზრების გაცვლის რეჟიმში წარიმართა. როგორც ექსპერთა კლუბის წარმოამდგენელმა, ბატონმა სოსო ცისკარიშვილმა აღნიშნა, მსგავსი შეხვედრები მეტად მნიშვნელოვანია კონფლიქტების სფეროში მომუშავე პროფესიონაებისათვის,გამომდინარე იქიდან, რომ წამოიჭრება და განიხილება ისეთი საკითხები, რომელთა განხილვაც მასმედიის საშუალებით არ არის შესაძლებელი.

  

| |