ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის

          საერთო სამოქალაქო მოძრაობამ "მრავალეროვანი საქართველო" (PMMG) ტრენინგები ჩაატარა შემდეგ თემატიკაზე : ხელი შეეწყოს რელიგიური კუთვნილებით, აღმსარებლობითა და პრაქტიკით გამოწვეული სოციალური ძალადობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრას კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, გურიისა და აჭარის რეგიონებში. ტრენინგში მონაწილეობა ჩამოთვლილ რეგიონებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. გარდა კავშირი "21-ე საუკუნის" თავმჯდომარის, პაატა გაჩეჩილაძის საინტერესო მოხსენებებისა, მონაწილეებმა მოისმინეს ლექციები ტოლერანტობისა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შესახებ როგორც "საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს" ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენლების მხრიდან. ტრენინგის ბოლო დღეს, მონაწილეება თავადვე შეიმუშავეს რეკომენდაციები სახელმწიფო სტრუქტურების,სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისათვის რათა უკეთ გავართვათ თავი სოციალურ ძალადობასა და დისკრიმინაციას რელიგიურ ნიადაგზე. მსგავსი შინაარსის ტრენინგები ჟურნალისტების მონაწილეობითაც ჩატარდება. 

             

| |