ტრენინგი რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის

საერთო სამოქალაქო მოძრაობამ „მრავალეროვანი საქართველო“ ტრენინგები რელიგიური კუთვნილებით გამოწვეული დისკრიმინაციის აღმოფხვრის თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციების შემდეგ რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვისაც ჩაატარა. ტრენინგში მონაწილეობა აჭარის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, გურიის, იმერეთის და სამეგრელოს რეგიონული მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს. გარდა კავშირი "21-ე საუკუნის" თავმჯდომარის, პაატა გაჩეჩილაძის საინტერესო მოხსენებებისა, მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა მოისმინათ ლექციები ტოლერანტობისა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შესახებ როგორც "საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს" ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენლების მხრიდან და დაესვათ მათთვის შეკითხვები. გარდა ამისა, ჟურნალისტებისთვის ერთდღიანი ტრენინგი „რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ ხელმძღანელმა, ნათია კუპრაშვილმა ჩაატარა, რომელმაც მონაწილეებს მშვიდობის ჟურნალისტიკის არსი, მსოფლიო პრაქტიკა და კონკრეტული მაგალითები გააცნო. ჟურნალისტებმა პრაქტიკული სავარჯიშოებითა და ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებით აიმაღლეს კვალიფიკაცია. ტრენინგის ბოლო დღეს, მონაწილეება თავადვე შეიმუშავეს რეკომენდაციები სახელმწიფო სტრუქტურების,სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისათვის რათა უკეთ გავართვათ თავი სოციალურ ძალადობასა და დისკრიმინაციას რელიგიურ ნიადაგზე.

 

| |