„მრავალეროვანმა საქართველომ“ რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგები ჩაატარა

საერთო სამოქალაქო მოძრაობამ „მრავალეროვანი საქართველო“ რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის რელიგიური კუთვნილებით გამოწვეული დისკრიმინაციის აღმოფხვრის თემაზე ტრენინგები ჩაატარა.

ტრენინგში მონაწილეობა აჭარის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, გურიის, იმერეთის და სამეგრელოს რეგიონული მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს.

მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ მოისმინათ ლექციები ტოლერანტობისა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შესახებ, როგორც საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენლების მხრიდან და მათთვის შეკითხვები დაესვათ.

ჟურნალისტებმა პრაქტიკული სავარჯიშოებითა და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებით კვალიფიკაცია აიმაღლეს. ტრენინგის ბოლო დღეს, მონაწილეებმა თავადვე შეიმუშავეს რეკომენდაციები სახელმწიფო სტრუქტურების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისათვის, რათა უკეთ გაართვან თავი სოციალურ ძალადობასა და რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციას.

http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=15442

| |