„მრავალეროვანი საქართველო“ „გევორქიანის ცეკვის აკადემიის“ გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება

საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ინტერნეტშირამდენიმე დღის წინ გავრცელებული “გევორქიანის ცეკვის აკადემიის“ მიერქართული ცეკვის შესრულების ამსახელი ვიდეოს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟსეხმაურება.

 

Youtube-ზე რუსული სახელწოდებით გავრცელებულ ვიდეორგოლში ნაჩვენებია სომხური ცეკვის აკადემიის ერთ-ერთი საგასტროლო კონცერტის ფრაგმენტისადაც „დაისის“ მელოდიაზე „ცეკვა ქართული“ სრულდებავიდეოშიარ ფიქსირდებარომ ქართული ცეკვა სომხურ საქორწილო ცეკვადაა გამოცხადებულიროგორც ამას ვიდეოსგანმთავსებელი სათაურში ამტკიცებსსამწუხაროდქართულ ინტერნეტ პორტალებსა და სოციალურ ქსელში ვიდეოარმენოფობიური პათოსით გავრცელდაუამრავმა ადამიანმა დაწერა სიძულვილის ენის შემცველი პოსტი სომხურიეთნოსის მიმართგაჟღერდა სტერეოტიპული გამონათქვამებიც.

 

არმენოფობიური ტალღა განსაკუთრებით გამძაფრდა მას შემდეგრაც მსგავსი პათოსით სიუჟეტები ტელესივრცეშიგამოჩნდატელეკომპანია GDS-ის გადაცემა „20:30“-ის ერთ-ერთი სიუჟეტიც სწორედ ამ თემასმიეძღვნა(22/01/2016), თუმცა ჟურნალისტს არც კი უცდიარომ ინფორმაცია გადაემოწმებინა და მაყურებელირელურად არსებულ ვითარებაში გაერკვიასიუჟეტის შინაარსი მთლიანად იმის მტკიცებას დაეთმოთუ რამდენადმნიშვნელოვანია საკუთრების უფლების დაცვა და რა უნდა მოიმოქმედოს სახელმწიფომ ამ კუთხითჩვენიდაკვირვებითშეცდომაში იქნენ შეყვანილი სიუჟეტის რესპონდენტებიცრომლებიც ამტკიცებდნენრომ ვიდეოშისწორედ ქართული ცეკვა იყო ნაჩვენებიამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ჟურნალისტის მხრიდან ჟურნალისტურიეთიკის ქარტიის დარღვევასთანრადგანმან სიუჟეტში გამოიყენა გადაუმოწმებელი და დაუდასტურებელიფაქტებირითიცერთგვარად ხელი შეუწყო არმენოფობიური დამოკიდებულებების გაღვივებას.

 

მრავალეროვანმა საქართველომ“ მოიპოვა ვიდეოს მთავარი გმირის,სომხური ცეკვის აკადემიის ხელმძღვანელისვართან გევორქიანის განცხადებარომელშიც იგი ქართველებს მიმართავს და განმარტავსრომ აღნიშული ვიდეო,სახელწოდებით „სომხური საქორწილო ცეკვა“ არც მისი და არც მისი ანსამბლის წევრების გამოქვეყნებული არ არის.გევორქიანი ასევე განმარტავსრომ მისი ცეკვის აკადემია სხვადასხვა ნაციონალურ ცეკვებს ასრულებს და მათშორისპოპულარიზაციას უწევს ქართულ ცეკვებსაც.

 

მრავალეროვანი საქართველო“ კატეგორიულად ემიჯნება მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკაშიჩარევასთუმცა მოუწოდებს საინფორმაციო სააგენტოებსა და ტელეკომპანია GDS-თავი შეიკავონდაუზუსტებელი ინფორმაციის გაშუქებისაგანმითუმეტესთუ ეს ინფორმაცია ხელს შეუწყობს სიძულვილისენის გამოყენებასა და არმენოფობიური დამოკიდებულებების გამძაფრებასასევე მოვუწოდებთ გადაცემა„20:30“- განმარტოს და დააზუსტოს ფაქტებირომლებიც აღნიშნულ სიუჟეტში არასწორი კონტექსტით იყონაჩვენები და მაყურებელს შესთავაზოს ვართან გევორქიანის განმარტებითი პოზიცია.

http://www.psnews.ge/index.php?m=68&news_id=59405#.Vql19U_7llU.facebook

| |