მცირე ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა

მცირე ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა 

„სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება“ 

       საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართელო“, ამერიკული ფონდის „ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის“ (National Endowment for Democracy) მიერ დაფინასებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის ხელშეწყობა, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებული მცირე ინიციატივების მხარდასაჭერად.

ზოგადი ინფორმაცია

პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა შესაძლებლობების გაფართოებას, რათა მათ უკეთ აწარმოონ ადგილზე არსებულ პრობლემებისა და გამოწვევებზე რეაგირების მიზნით ადვოკატირებისა და ლობირების კამპანია, ღირებული წვლილი შეიტანონ ეროვნულ დონეზე რეფორმების შემუშავებაში, რეალიზებასა და მონიტორინგში, ისევე როგორც ეფექტურად ჩაერთონ ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკის მიზნების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის პროცესში.

პროექტის ფარგლებში, ახალქალაქისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ფუნქციონირებს „ევროპასთან ინტეგრაციის საინფორმაციო ცენტრები“, რომელთა უშუალო მანდატს წარმოადგენს, ერთი მხრივ, ადგილობრივ დონეზე ევროპული ღირებულებებისა და ინტეგრაციული პროცესების ფართო პოპულარიზაცია, ხოლო, მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინსტიტუციონალური განვითარების ხელშეწყობა და აღნიშნულის მიზნით საექსპერტო ხასიათის კონსულტაციების გაწევა ორგანიზაციული განვითარებისა და მართვის ყველა ძირითად მიმართულებებში.

წინამდებარე პროგრამა ეფუძნება პროექტის მსვლელობისას რეალიზებული ღონისძიებების (ტრენინგ-სემინარები, კონსულტაციები, დისკუსიები, განხილვები და ა.შ.) შედეგად, მიზნობრივი ჯგუფების მხრიდან გამოკვეთილ საჭიროებებს. პროექტით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებიდან, ასევე ქვემო ქართლის რეგიონის მარნეულის, გარდაბნის, წალკის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებიდან.

 

კონკურსის თემატიკა და პრიორიტეტები

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივებს, რომლებიც უზრუნველყოფენ:

 

  • გამგეობის მართველობის გაუმჯობესებას;
  • ორგანიზაციის სტრატეგიულ და ტაქტიკურ დაგეგმარებას;
  • ორგანიზაციის ფინანსური მართვისა და ანგარიშგების არსებული პრაქტიკის დახვეწას;
  • ორგანიზაციის ფინანსური რესურსების მოძიების არსებული პრაქტიკის დახვეწასა და დონორების მოძიებას;
  • ორგანიზაციის მიერ რეალიზებული პროგრამების მართვის, გამჭვირვალობისა და ცნობადობის ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე პროექტების ციკლების ოპტიმალურ მართვას;
  • მიზნობრივ ჯგუფებთან და ბენეფიციარებთან ეფექტური კომუნიკაციის გაბმას;
  • ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების გადაწყვეტის პროცესში ეფექტური მონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების კამპანიის რეალიზებას, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაციის გაბმის მეშვეობით.

 

კონკურსის ფარგლებში შეიძლება მხარდაჭერილ იქნეს შემდეგი ტიპის საქმიანობა:

 

ა) ორგანიზაციის წევრების/თანამშრომლების შესაძლებლობებისა და უნარების განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებები (მაგ., ტრენინგი და სხვ.)

ბ) ორგანიზაციის ტექნიკურ-მატერიალური ბაზის შექმნა/გაუმჯობესება (მაგ. ოფისის მუშაობისათვის საჭირო ტექნიკის შეძენა და ა.შ.).

 

კონკურსში მონაწილეობის უფლება

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ, კერძოდ სამცხე-ჯავახეთში (ახალქალაქსა და ნინოწმინდის მუნიციპლაიტეტები) და ქვემო ქართლში (მარნეული, გარდაბანი, წალკა, ბოლნისი, დმანისი) მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც არსებულ/მოქმედ, ასევე ახლად დაფუძნებულ/დამწყებ ადგილობრივ ორგანიზაციებს.

 

პროექტის ხანგრძლივობა

საკონკურსო პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 1-დან 30 დღემდე.

 

პროექტის დაფინანსება

კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება მაქსიმუმ 5 პროექტი. თითოეული პროექტით მოთხოვნილი თანხის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 აშშ დოლარს.

 

განაცხადების წარდგენის პროცედურა

განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს:

  • თანდართული ფორმის მიხედვით შედგენილი საპროექტო განაცხადი ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე;
  • დეტალური და პუნქტობრივად გაწერილი ბიუჯეტი საპროექტო განაცხადის ინსტრუქციის შესაბამისად.

 

განიხილება მხოლოდ სრულად, თანდართული ფორმის შესაბამისად წარმოდგენილი განაცხადები.

საპროექტო  განაცხადების  წარდგენა  შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად,  ელ-ფოსტის საშუალებით. გთხოვთ, დოკუმენტაცია გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: cso.initiatives@gmail.com. წარდგენის შემდგომ, გთხოვთ დაელოდოთ თქვენი განაცხადის მიღების დადასტურებას.

 

განაცხადებისშეფასებ

შემოსულ განაცხადებს განიხილავს და ქვემოთ მითითებული კრიტერიუმების საფუძველზე შეაფასებს „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ შექმნილი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისია.

 

შერჩევის კრიტერიუმები

პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი იქნება ის ინიციატივები, რომლებიც:

  • წარმოადგენენ შედეგზე ორიენტირებულ და შესრულებად სამოქმედო გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამით იდენტიფიცირებული პრიორიტეტების დროულ და ეფექტურ რეალიზებას;
  • უზრუნველყოფენ განმცხადებელი ორგანიზაციის შემდგომი განვითარებისათვის წინაპირობის შექმნას.

 

შერჩევის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განმცხადებლის მიერ პროექტის შედეგების შეფასებისათვის შემოთვაზებულ კრიტერიუმებსა და მექანიზმებს. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს ნათელი ხედვა იმისა, თუ როგორ აისახება პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობა ორგანიზაციის შემდგომ საქმიანობასა და განვითარებაზე.

 

ვადები

კონკურსის გამოცხადების თარიღი: 10 თებერვალი, 2016 წ.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 თებერვალი, 2016 წ. (18:00 სთ.)

 

შედეგების გამოცხადება:  29 თებერვალი, 2016 წ.

 

ხელშეკრულების გაფორმება და პროექტის დაწყების თარიღი: 1 მარტი, 2016 წ.

 

დამატებითი ინფორმაცია

კონკურსთან დაკავშირებული შესაძლო კითხვებით გთხოვთ დაუკავშირდეთ ალექსანდრა კალატოზიშვილს, პროგრამის კოორდინატორს: 599 68 68 96 ან alexandra.kalatozishvili@gmail.com

 

სააპლიკაციო ფორმა 

 

 

| |