შეხვედრა მარნეულში-ამერიკული ფონდის „ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის“ (National Endowment for Democracy) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში

             

„მრავალეროვანმა საქართველომ“ მარნეულში ორი შეხვედრა გამართა პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარება ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში“ ფარგლებში. შეხვედრის მთავარი თემა იყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეგულაციები სურსათის უვნებლობის, წყლისა და კლიმატის საკითხების შესახებ. აღნიშნულ თემებზე სასაუბროდ მარნეულის მოსახლეობას არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველი“-ს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები - საქართველოს წარმომადგენელი ნინო ჩხობაძე შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ცვლილებები არის მოსალოდნელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელებისას და რა ვალდებულებებს იღებს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნო დარგის განვითარების ხელშესაწყობად. შეხვედრა გააშუქა ადგილობრივმა მედიამ. 

 

          

   

 

 

 

 

 

 

 

   

| |