მომდევნო შეხვედრა ახალქალაქში-ამერიკული ფონდის „ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის“ (National Endowment for Democracy) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში

6 მარტს ახალქალაქში ამერიკული ფონდის „ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის“ (National Endowment for Democracy) მიერ დაფინასებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის ხელშეწყობა, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივ მოსახლეობას სტრატეგიული კვლევების რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელი მიხეილ მირზიაშვილი და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველო“-ს წარმომადგენელი ივანე ჩხიკვაძე შეხვდნენ. მათ ადგილობრივ მოსახლეობას გააცვნეს ისეთი მნშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობა და ზოგადად მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ  შეთანხმების გარშემო არსებული ძირითადი თემები. აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება ასოცირების ხელშეკრულების, ღმრა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების კუთხით.

ფონდის „ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის“ (National Endowment for Democracy) მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა შესაძლებლობების გაფართოებას, რათა მათ უკეთ აწარმოონ ადგილზე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირების მიზნით ადვოკატირებისა და ლობირების კამპანია, ღირებული წვლილი შეიტანონ ეროვნულ დონეზე რეფორმების შემუშავებაში, რეალიზებასა და მონიტორინგში, ისევე როგორც ეფექტურად ჩაერთონ ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკის მიზნების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის პროცესში. 

 

| |