საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ვაკანტური წევრების შერჩევისთვის შექმნილი საკონკურსო კომისიას "მრავალეროვანი საქართველოს" თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი უხელმძღვანელებს.

            დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასაწყისში მადლობა გადაუხადა კომისიის წევრებს აღნიშნულ საქმიანობაში გამოცხადებული თანხმობისთვის და იმ საქმისთვის, რასაც მეურვის კანდიდატის შერჩევა ითვალისწინებს. პარლამენტის თავმჯდომარემ კომისიის წევრებს არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე ინფორმაცია მიაწოდა და ის პროცედურებიც განმარტა, რაც კანდიდატის განაცხადის შემოტანიდან მის საბოლოო არჩევამდე ხორციელდება. დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, სამეურვეო საბჭოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი უკვე გამოცხადებულია და კანდიდატების განაცხადები 30 მარტამდე მიიღება, ვადის დასრულების შემდეგ კი პარლამენტის სახელზე შემოსული დოკუმენტაცია საკონკურსო კომისიას გადაეცემა ...

http://news.ge/ge/news/story/173957-sazogadoebrivi-mautsyeblis-bordis-tsevrobis-kandidatis-shesarchevi-sakonkurso-komisiis-shemadgenlobas-usufashvili-shekhvda

| |