შეხვედრა მარნეულში-ამერიკული ფონდის „ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის“ (National Endowment for Democracy) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში

12 აპრილს მარნეულში ამერიკული ფონდის „ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის“ (National Endowment for Democracy) მიერ დაფინასებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის ხელშეწყობა, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივ მოსახლეობას სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი კოტე კანდელაკი შეხვდა.მან ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო ისეთი მნშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა საქართველოს საარჩევნო კოდექსში, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების გადახედვასთან დაკავშირებით შესული ცვლილებები - აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით. 
ფონდის „ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის“ (National Endowment for Democracy) მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა შესაძლებლობების გაფართოებას, რათა მათ უკეთ აწარმოონ ადგილზე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირების მიზნით ადვოკატირებისა და ლობირების კამპანია, ღირებული წვლილი შეიტანონ ეროვნულ დონეზე რეფორმების შემუშავებაში, რეალიზებასა და მონიტორინგში, ისევე როგორც ეფექტურად ჩაერთონ ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკის მიზნების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის პროცესში.

 

 

| |