მორიგი შეხვედრა მარნეულში-ამერიკული ფონდის „ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის“ (National Endowment for Democracy) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში

28 აპრილს მარნეულში ამერიკული ფონდის „ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის“ (National Endowment for Democracy) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის ხელშეწყობა, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივ მოსახლეობასლაშა ტუღუში, ლიბერალური აკადემია - თბილისი-ს თავმჯდომარე შეხვდა.მან ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმისა და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში შექმნილი სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის მნიშვნელობა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. გარდა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისა, ლაშა ტუღუში მიწვეული იყო მარნეულის სათემო რადიოში, სადაც მან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ისაუბრა.

ფონდის „ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის“ (National Endowment for Democracy) მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა შესაძლებლობების გაფართოებას, რათა მათ უკეთ აწარმოონ ადგილზე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირების მიზნით ადვოკატირებისა და ლობირების კამპანია, ღირებული წვლილი შეიტანონ ეროვნულ დონეზე რეფორმების შემუშავებაში, რეალიზებასა და მონიტორინგში, ისევე როგორც ეფექტურად ჩაერთონ ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკის მიზნების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის პროცესში.

 

| |