ანტი-დისკრიმინაციის ცენტრ „მემორიალის“ წარმომადგენლები სტეფანია კულაევა და ოლგა აბრამენკო „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანს შეხვდნენ.

ანტი-დისკრიმინაციის ცენტრ „მემორიალის“ წარმომადგენლები სტეფანია კულაევა და ოლგა აბრამენკო „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანს შეხვდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელიც გუშინ PMMG-ის ოფისში გაიმართა, მხარეებმა ერთმანეთს ეთნიკური უმცირესობების საკითხებში საქართველოსა და რუსეთში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაცვალეს და სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.

კერძოდ, საუბარი შეეხო ეთნიკურ უმცირესობათა მდგომარეობას როგორც საქართველოში, ისე რუსეთსა და ევროპაში, უმცირესობათა შრომითი მიგრაციის საკითხსა და მის თანმდევ სირთულეებს, ასევე, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის პრობლემებსა და ა.შ.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა რუსეთში საქართველოდან ჩასული შრომითი მიგრანტების მდგომარეობაზეც. „მემორიალის“ წარმომადგენლებმა PMMG-ს თავმჯდომარეს საქართველოს იმ მოქალაქეების კონკრეტული საქმეებიც გააცნეს, ვინც რუსეთში შრომითი მიგრაციის პროცესში დაზარალდნენ.

ანტი-დისკრიმინაციის ცენტრი „მემორიალი“ (ორგანიზაციის ვებ-საიტი:http://adcmemorial.org/?lang=en) ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ფოკუსირებას უმცირესობების, მიგრანტების, უცხოელების, ასევე ბოშათა უფლებების დისკრიმინაციის პრობლემებზე ახდენს.

 

| |