შეხვედრები თეთრიწყაროში

 

                               PMMG-ის თანამშრომლები უკვე 1 თვეა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში უძველესი ისტორიული ძეგლებისა და ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველი ადგილების აღსაწერად გასვლებს აწყობენ. პროექტი, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაცია აღნიშნულ აქტივობებს ახორციელებს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ტურისტული პოტენციალის წარმოჩენასა და ამ კუთხით განვითარების გეგმის შემუშავებას ითვალისწინებს.

იქიდან გამომდინარე, რომ ამ რეგიონში ბევრი უძველესი ძეგლი თუ მისი ნაშთები აღუწერელია ან მასზე მხოლოდ მწირი დოკუმენტური მასალა არსებობს, PMMG-ის წარმომადგენლებს საქართველოს ამ უმშვენიერესი მხარის სოფელ-სოფელ დათვალიერება-შესწავლა თავად უწევთ.

 პროექტის ფარგლებში შეიქმნება ტურისტული რუკა და ორენოვანი ბროშურა, რომელიც გზამკვლევი იქნება   როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის.ასევე, იგეგმება ძეგლების აღმნიშველი საგზაო ბა ნერების დამონტაჟებაც, რომელიც ტურისტულ მარშრუტებს ბევრად უფრო კომფორტულს გახდის.

აღნიშნული პროექტის ფარგლებშივე PMMG თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 40 დამწყებ ან/და მცირე მეწარმეს გადაამზადებს. აღნიშნული ტრენინგი ამ ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს, მეტი გაიგონ საკუთარი რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ, კონკრეტული ინფორმაცია მიიღონ წარმოების წამოწყება-განვითარების გზებსა და დაფინანსების წყაროებზეც.

PMMG აღნიშნულ პროექტს სახელწოდებით"ხელი შეეწყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მძიმე სოციალური და ეკონომიკური კლიმატის გაჯანსაღებას ადგილზე არსებული ტურისტული პოტენციალის სრულფასოვნად გამოყენების გზით"გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერითა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით ახორციელებს.

 

 

                                 

                                                                                                                                                                        

 

 

                                 

                             

 

 

 

 

             

.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  

 

 

| |