ტრენინგი სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის

PMMG-იმ ამერიკული ფონდის „ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის“ (National Endowment for Democracy) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის ხელშეწყობა, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში“ ფარგლებში სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მოქმედი არასმათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის ტრენინგები ჩაატარა.

ტრენინგი მიზნად ისახავდა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოქმედი არასამთავრობო ორგაზაციების როლის გაძლიერებას სამოქალაქო აქტივიზმის გააქტიურების კუთხით. მათთვის საჭირო უნარ-ჩვევების გადაცემას, რათა უკეთ მოახდინონ ადგილობრივი პრობლემების ლობირება ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე. გარდა ამისა, ტრენინგის მეშვეობით მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა უკეთ გარკვეულიყვნენ იმ ეროვნული რეფორმების მნიშვნელობაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში, რათა სამომავლოდ აქტიურად შეძლონ ამ რეფორმების განხორციელების  მონიტორინგი. ამავე ტრენინგზე მონაწილეებს გადაეცათ ცოდნა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობასა და საარჩევნო პროცესზე გრძელვადიანი დაკვირვების ეფექტურად განხორციელების როლზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულების პროცესში.

ფონდის „ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის“ (National Endowment for Democracy) მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა შესაძლებლობების გაფართოებას, რათა მათ უკეთ აწარმოონ ადგილზე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირების მიზნით ადვოკატირებისა და ლობირების კამპანია, ღირებული წვლილი შეიტანონ ეროვნულ დონეზე რეფორმების შემუშავებაში, რეალიზებასა და მონიტორინგში, ისევე როგორც ეფექტურად ჩაერთონ ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკის მიზნების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის პროცესში.

 

 

 

 

| |