ცხელი ხაზი: +995 790 744 291

„მრავალეროვანი საქართველო“ წინასაარჩვენო გარემოს სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში აკვირდება. წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ფინანსური გადაცდომების მონიტორინგს ორგანიზაციის გრძელვადიანი დამკვირვებლები აწარმოებენ. პროექტი, რომლის ფარგლებშიც წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგი ხორციელდება IFES- ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

აღიშნული პროექტის ფარგლებში „მრავალეროვანი საქართველოს“ ოფისში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოგვმართოს და გვაცნობოს წინასაარჩევნო პროცესებში გამოვლენილი ნებისმიერი სახის დარღვევის თაობაზე. „მრავალეროვანი საქართველოს“ გუნდი მყისიერ რეაგირებას მოახდენს ცხელი ხაზის მეშვეობით შემოსულ ინფორმაციაზე და იმოქმედებს საჭიროებისამებრ.

ცხელი ხაზი: +995  790 744 291

| |