2016 წლის 6 ოქტომბერს საერთო- სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმასაქართველომ“ ჩაატარა არჩევნების დღეზე დაკვირვების სიმულაცია ორგანიზაციის მოკლევადიანი დამკვირვებლებისათვის

2016 წლის  6 ოქტომბერს  საერთო- სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანმასაქართველომ“ ჩაატარა არჩევნების დღეზე დაკვირვების სიმულაცია ორგანიზაციის მოკლევადიანი დამკვირვებლებისათვის

 

2016 წლის 6 ოქტომბერს  საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ“ჩაატარა არჩევნების დღეზე დაკვირვების სიმულაცია ორგანიზაციის მოკლევადიანი დამკვირვებლებისათვის.

 

არჩევნების დღეზე დაკვირვების სიმულაცია, ორგანიზაციის მოკლევადიანი დამკვირვებლებისათვის, წარმოადგენს კომპლექსური სადამკვირვებლო პროგრამის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს მოკლევადიანი დამკვირვებლების, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებადი სატელეფონო-საანგარიშგებო ცენტრის ოპერატორების, სამონიტორინგო მიზნისათვის შექმნილი მონაცემთა ბაზისა და კომუნიკაციის სისტემის გამოცდასა და ტესტირებას. აღნიშული საჭიროა, იმისათვის, რომ სამონიტორინგო პროგრამა სრულ მზადყოფნაში იყოს არჩევნების დღისათვის.

 

„მრავალეროვანი საქართველოს“ არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისია მოიცავს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებს, კერძოდ, #46 ნინოწმინდა-ახალქალაქის, #35 და #36 მარნეულის, #33  ბოლნისის, #34 დმანისი-წალკა-ბოლნისის, #31  გარდაბნის, #32  თეთრიწყარო-გარდაბნისა და #23 საგარეჯოს საარჩევნო ოლქებში. სადამკვირვებლო პროგრამა ხორციელდება 294 დამკვირვებლის მიერ, მათ შორის ორგანიზაციის მიერ მობილიზებული იქნება 227 საუბნო, 59 მობილიური ჯგუფის, 6 საოლქო საარჩევნო კომისიისა და 2 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი. ორგანიზაცია სრულად დაფარავს მარნეულის #35 და #36, ასევე #46 ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქებს.

 

სადამკვირვებლო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ფონდი „ღია საზოგადოება საქარველოს“ (OSGF), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვისა (NED) და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

 

| |