ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და საარჩევნო კამპანიის წარმოების ფინანსური ასპექტების მონიტორინგის შუალედური ანგარიში

 

ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ქვემო ქართლის, კახეთისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონების საარჩევნო ოლქებში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და საარჩევნო კამპანიის წარმოების ფინანსური ასპექტების თაობაზე სამონიტორინგო პროგრამის პირველი შუალედური ანგარიში

სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ნინოწმინდა-ახალქალაქის # 46-ე, ადიგენი-ახალციხის # 44-ე, ბორჯომი-ასპინძა-ახალქალაქის # 45-ე (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), მარნეულის # 35 და # 36-ე, ბოლნისი-დმანისი-წალკის # 34-ე, გარდაბნის # 31-ე, გარდაბანი-თეთრიწყარო # 32-ე (ქვემო ქართლის რეგიონი) და საგარეჯოს # 23 -ე (კახეთის რეგიონი) საარჩევნო ოლქებში. მონიტორინგი ხორციელდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტებთან მიმართებაში არსებულ ვითარებასა და ტენდენციაზე, ისევე როგორც პოლიტიკური სუბიექტების მიერ საარჩევნო კამპანიის ფინანსურ ასპექტებზე.

 

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში (8 აგვისტო - 18 სექტემბერი) „მრავალეროვანი საქართველოს“ გრძელვადიანი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ იქნა: ა) აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების სავარაუდო გამოყენების 9  ფაქტი; ბ) აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების 2 ფაქტი; გ) ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების სავარაუდო გამოყენების 1 ფაქტი; დ)   ინსტიტუციონალური ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების 10 ფაქტი; ე) ინსტიტუციონალური ადმინისტრაციული რესურსების სავარაუდო გამოყენების 2 ფაქტი.

სადამკვირვებლო პროგრამის ფარგლებში ასევე გამოვლინდა დამაფიქრებელი ტენდენცია, რის შესაბამისადაც, 2016 წელს საგარეჯოს, ნინოწმინდის, გარდაბნის, ადიგენის, ახალქალაქისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში გაზრდილია ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტები 2015 წელთან შედარებით. გარდა აღნიშნულისა, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით საგრძნობლადაა გაზრდილი დანახარჯები ინფრასტრუქტურულ და სოციალური დაცულობის პროექტებზე. ამ თვალსაზრისით საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა საგარეჯოს (მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით), გარდაბნის, ახალქალაქისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში.  გთხოვთ იხილოთ დიაგრამები, რომლებიც თან ერთვის ანგარიშს და აანალიზებენ ზემოთ არნიშნული მუნიციპალიტეტების საბიჯეტო ინფორმაციას. 

 

 

ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ქვემო ქართლის, კახეთისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონების საარჩევნო ოლქებში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და საარჩევნო კამპანიის წარმოების ფინანსური ასპექტების თაობაზე სამონიტორინგო პროგრამის პირველი შუალედური ანგარიში

მრავალეროვანი საქართველოს დიაგრამები.

| |