ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და საარჩევნო კამპანიის წარმოების ფინანსური ასპექტების მონიტორინგის შუალედური ანგარიში (8 აგვისტო - 7 ოქტომბერი)

 

ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ქვემო ქართლის, კახეთისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონების საარჩევნო ოლქებში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და საარჩევნო კამპანიის წარმოების ფინანსური ასპექტების თაობაზე სამონიტორინგო პროგრამის შუალედური ანგარიში

საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭრით საერთო - სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს პროექტს „ხელი შეეწყოს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახელბულ სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში თავისუფალ, სამათლიან და კონკურენტუნარიან საარჩევნო გარემოს“.

პროექტის ფარგლებში „მრავალეორვანი საქართველოს“  მიერ რეალიზებულ იქნა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ქვემო ქართლის, კახეთისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონების საარჩევნო ოლქებში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და საარჩევნო კამპანიის წარმოების ფინანსური ასპექტების შესწავლის სამონიტორინგო პროგრამა.

პროგრამის მიზნობრივ არეალს წარმოადგენდა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული ნინოწმინდა-ახალქალაქის # 46-ე, ადიგენი-ახალციხის # 44-ე, ბორჯომი-ასპინძა-ახალქალაქის # 45-ე (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), მარნეულის # 35 და # 36-ე, ბოლნისი-დმანისი-წალკის # 34-ე, გარდაბნის # 31-ე, გარდაბანი-თეთრიწყარო # 32-ე (ქვემო ქართლის რეგიონი) და საგარეჯოს # 23 -ე (კახეთის რეგიონი) საარჩევნო ოლქები.  

სამოინტორინგო პროგრამა მოიცავდა 2016 წლის 8 აგვისტოდან 7 ოქტომბრამდე პრიოდს.

საანგარიშო პერიოდის  განმავლობაში „მრავალეროვანი საქართველოს“ გრძელვადიანი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ იქნა: ა) აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების სავარაუდო გამოყენების 15  ფაქტი; ბ) აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების 2 ფაქტი; გ) ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების სავარაუდო გამოყენების 1 ფაქტი; დ)   ინსტიტუციონალური ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების 12 ფაქტი; ე) ინსტიტუციონალური ადმინისტრაციული რესურსების სავარაუდო გამოყენების 2 ფაქტი.

 

სადამკვირვებლო პროგრამის ფარგლებში ასევე გამოიკვეთა ტენდენცია, რის შესაბამისადაც, 2016 წელს საგარეჯოს, ნინოწმინდის, გარდაბნის, ადიგენის, ახალქალაქისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში გაზრდილია ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტები 2015 წელთან შედარებით. გარდა აღნიშნულისა, თითქმის ყველა ზემოთ ხსენებულ მუნიციპალიტეტში 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით საგრძნობლადაა გაზრდილი დანახარჯები ინფრასტრუქტურულ და სოციალური დაცულობის პროექტებზე.

სამონიტორინგო პროგრამის ფარგლებში მოპოვებული ფაქტებისა და გამოვლენილი ელექტორალური ხასიათის ტენდენციების ანალიზი ცხადყოფს, რომ მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, რომელიც დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით, კვლავაც სახეზეა რიგი გამოწვევებისა რომლებიც საჭიროებენ დროულ და ეფექტურ რეაგირებას, ისევე როგორც საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კომპლექსური მიდგომების შემუშავებას. 

 

 

წინამდებარე ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ და იგი შესაძლოა არ ასახავდეს საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის (IFES), USAID-ის ან ამერიკის მთავრობის მოსაზრებებს

  შუალედური ანგარიში

| |