07:00-დან 08:00-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის, ასევვე ხმის მიცემის პროცესის მიმდინარეობის შესახებ

 

30 ოქტომბერი

 

11:30

 

2016 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისათვის საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს საარჩევნო დღეზე დაკვირვებას # 23 საგარეჯოს, # 36 მარნეულის, # 44 ადიგენი-ახალციხისა და # 9 ისნის საარჩევნო ოლქებში.

 

სამონიტორინგო პროგრამა ფარავს # 23 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის 12 საარჩევნო უბანს, # 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის 46 საარჩევნო უბანს, # 44 ადიგენი-ახალციხის საარჩევნო ოლქის 7 საარჩევნო უბანს და # 9 ისნის საარჩევნო ოლქის 8 საარჩევნო უბანს.

 

მონიტორინგი ასევე ხორციელდება # 23 საგარეჯოს, # 36 მარნეულის, # 44 ადიგენი-ახალციხისა და # 9 ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

 

პროგრამის რალიზებას უზრუნველყოფს სულ 99 მოკლევადიანი დამკვირვებელი, მათ შორის 73 საუბნო დამკვირვებელი, 21 მობილური ჯგუფის დამკვირვებელი, 4 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი და 1 ცენტრალრი საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი.

 

არჩევნების დღის სამონიგორინგო პროგრამის ხელშეწყობის მიზნით „მრავალეროვანი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში მობილიზებულია სატელეფონო ცენტრის ოპერატორები, რომლებიც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ოპერატორები მოკლევადიანი დამკვირვებლებისაგან რეგულარულად იღებენ და ამუშავებენ საარჩევნო ხასიათის ინფორმაციას. 

 

გარდა აღნიშნულისა, ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში მოქმედებს ცხელი ხაზი, რითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს და სადამკვირვებლო პროგრამას მიაწოდოს მის ხელთ არსებული საარჩევნო ხასიათის ინფორმაცია.

 

სადამკვირვებლო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევს ორგანიზაციის იურისტი.

 

 

 

07:00-დან 08:00-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის, ისევე როგორც ხმის მიცემის პროცესში „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი იქნა შემდეგი ხასიათის ინციდენტები:

 

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 48 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა შემდეგ ინციდენტს. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელი არ დაუშვეს საარჩევნო უბანზე იმ მოტივით, რომ მიმდინარეობდა წილისყრა კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გადასანაწილებლად. აღნიშნულის თაობაზე „მრვალეროვანი სქართველო“ დაუკავშირდა ცესკოს, რის შემდეგადაც ინციდენტი აღმოიფხვრა და დამკვირვებელი დაუშვეს საარჩევნო უბანზე. მიუხედავად აღნიშნულისა, უბნის თავმჯდომარე აგრესიულად არის განწყობილი ორგანიზაციის დამკვირვებლის მიმართ. დამკვირვებლის მიერ დაწერილ იქნა საჩივარი ინციდენტის თაობაზე, რომელიც მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ჩარევის შემდეგ იქნა დარეგისტრირებული საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ.

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 36 და # 19 საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა კაბინაში არ იყო განთავსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული მასალა, კერძოდ კენჭისყრაში მონაწილე მაჟორიტარული კანდიდატების სია. აღნიშნულის თაობაზე ორგანიზაციის დამკვირვებლის მიერ მოსაზრება დაფიქსირებულ იქნა ჩანაწერთა წიგნში.

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 36, # 55 და # 56 საარჩევნო უბნებზე ადგილი ქონდა არაუფლებამოსილი პირების ყოფნას. აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ გაკეთდა სიტყვიერი მითითებები საუბნო საარჩენო კომისიის თავმჯდომარეებისადმი, რის საფუძველზეც ინციდენტები აღმოფხვრილ იქნა.

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 85 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა, რომელიც ამავე დროს ასრულებდა დამკვირვებლის ფუნქციას დაარღვია კენჭისყრის ფარულობა, იმდენად რამდენადაც თავისთვის სასურველი კანდიდატი საარჩევნო ბიულეტენში შემოხაზა რეგისტრატორის მაგიდასთან, ნაცვლად საარჩევნო კაბინისა. ანალოგიური ინციდენტი დაფიქსირდა # 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 18 საარჩევნო უბანზე. აღნიშნული ფაქტები გაპროტესტებულ იქნა დამკვირვებლების მიერ და შესაბამისი ჩანაწერები გაკეთდა ჩანაწერთა წიგნში. 

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 64 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს არ გაუკეთდა მარკირება. აღნიშნული ინციდენტი ორგანიზაციის დამკვირვებლის სიტყვიერი შენიშვნისა და ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებული მოსაზრების შემდგომ აღმოფხვრილ იქნა.

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 18 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა იცნიდენტს, რის შესაბამისადაც ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ხელი მოაწერა ამომრჩეველთა ერთიან სიაში სხვა ამომრჩევლის სახელისა და გვარის გასწვრივ. აღნიშნული იცნიდენტის თაობაზე დაიწერა საჩივარი.

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 18 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა იცნიდენტს, რის შესაბამისადაც საარჩევნო კაბინაში შევიდა ერთდროულად ორი ამომრჩეველი, რისი აუცილებლობაც (რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს) არ იყო. აღნიშნული ინციდენტი ორგანიზაციის დამკვირვებლის სიტყვიერი შენიშვნისა და ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებული მოსაზრების შემდგომ აღმოფხვრილ იქნა, კერძოდ ბიულეტინი გაფუჭდა და ამომრჩეველზე ხელმეორედ გაიცა ახალი ბიულეტინი.

 

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 55 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა რეგისტრატორების მხრიდან საარჩევნო პროცედურების არათანმიმდევრულად წარმოებას. ასევე, დაფიქსირდა ამომრჩეველთა დიდი ნაკადის შემოდინება საარჩევნო უბანზე. ორგანიზაციის დამკვირვებლის სიტყვიერი მითითების საფუძველზე ზემოაღნიშნული ხარვეზები აღმოფხვრილ იქნა.

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 65 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა ინციდენტს, რის შესაბამისადაც საარჩევნო ბიულეტინზე რეგისტრატორის მხრიდან წინასწარ ხდებოდა ბეჭდის დასმა და ხელმოწერის გაკეთება. ორგანიზაციის დამკვირვებლის სიტყვიერი მითითების საფუძველზე ზემოაღნიშნული ხარვეზი აღმოფხვრილ იქნა.

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 89 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთისათვის გათვალისწინებულ ბიულეტინებზე არ იყო დასმული ბეჭედი. აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციის დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი, რის შემდგომაც უკან მოაბრუნეს გადასატანი საარჩევნო ყუთის გამყოლი კომისიის წევრები და ზემოაღნიშნულ ბიულეტინებზე განხორციელდა ბაჭდების დასმა.

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 55 საარჩევნო უბანზე ორგანიზაცია „ოლმედიის“ წამომადგენლები ახორციელებენ ერმანეთის ჩანაცვლებას, იმ მოტივით, რომ ერთ შემთხვევაში ამომრჩეველს საარჩევნო კაბინაში შეყვა აღნიშნული ორგანიზაციის წამომადგენელი რის საფუძველზეც მას დაატოვებინეს საარჩევნო უბანი. მეორე შემთხვევაში, იგივე ორგანიზაციის უკვე სხვა დამკვირვებელი ამომრჩეველს არ უშვებდა საარჩევნო უბანზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციის დამკვირვებლის მიერ გაკეთდა ჩანაწერი ჩანაწერთა წიგნში.

# 44 ადიგენი-ახალციხის საარჩევნო ოლქის # 30 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს არ გაუკეთდა მარკირება. აღნიშნული ინციდენტი ორგანიზაციის დამკვირვებლის სიტყვიერი შენიშვნისა და ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებული მოსაზრების შემდგომ აღმოფხვრილ იქნა.

# 44 ადიგენი-ახალციხის საარჩევნო ოლქის # 6 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა კაბინაში არ იყო განთავსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული მასალა. აღნიშნულის თაობაზე ორგანიზაციის დამკვირვებლის მიერ მოსაზრება დაფიქსირებულ იქნა ჩანაწერთა წიგნში.

#23 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის # 46 საარჩევნო უბანზე სადემონსტრაციო ოქმში არ იქნა შეტანილი სპეციალური სიის მონაცემები (ამომრჩეველთა რაოდენობა). აღნიშნული ინციდენტი ორგანიზაციის დამკვირვებლის სიტყვიერი შენიშვნისა და ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებული მოსაზრების შემდგომ აღმოფხვრილ იქნა.

# 23 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის # 38 და # 47 საარჩევნო უბნებზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში დაფიქსირებული ამომრჩევლების მონაცემები არ იყო ასახული ამომრჩეველთა საერთო სიაში. საუბნო საარჩევნო კომისიისადმი ორგანიზაციის დამკვირვებლის სიტყვიერი მითითების საფუძველზე აღნიშნული ხარვეზი აღმოფხვრილ იქნა.

არსებული მდგომარეობით ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ დაწერილია სამი საჩივარი, რომელთაგანაც ორი საჩივარი დაკმაყოფილდა.

გარდა აღნიშნულისა, „მრავალეროვანი საქართველოს“  დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული 16 ინციდენტიდან  აღმოფხვრილ იქნა 14 ხარვეზი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ზოგადად უბნის გახსნისა და მოწყობის, ასევე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობა მშვიდ გარემოში, მიუხედავად გამოვლენილი გარკვეული ხარვეზებისა.

 

“მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტიანად რეალიზების პროცესში. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს, მათ შორის, აჭარასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონში.

 

არჩევნების დღეზე დაკვირვების პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდი „ღია საზოგადოება საქარველოს“ (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით.

 

ანგარიშში, პრესრელიზსა თუ სპეციალურ განცხადებებში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის „მრავალეროვან საქართველოს“ და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.

| |