ხმის მიცემის პროცესის მიმდინარეობის შესახებ

 

30 ოქტომბერი

 

11:30-8:00

 

2016 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისათვის საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს საარჩევნო დღეზე დაკვირვებას # 23 საგარეჯოს, # 36 მარნეულის, # 44 ადიგენი-ახალციხისა და # 9 ისნის საარჩევნო ოლქებში.

 

სამონიტორინგო პროგრამა ფარავს # 23 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის 12 საარჩევნო უბანს, # 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის 46 საარჩევნო უბანს, # 44 ადიგენი-ახალციხის საარჩევნო ოლქის 7 საარჩევნო უბანს და # 9 ისნის საარჩევნო ოლქის 8 საარჩევნო უბანს.

 

მონიტორინგი ასევე ხორციელდება # 23 საგარეჯოს, # 36 მარნეულის, # 44 ადიგენი-ახალციხისა და # 9 ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

 

პროგრამის რალიზებას უზრუნველყოფს სულ 99 მოკლევადიანი დამკვირვებელი, მათ შორის 73 საუბნო დამკვირვებელი, 21 მობილური ჯგუფის დამკვირვებელი, 4 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი და 1 ცენტრალრი საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი.

 

არჩევნების დღის სამონიგორინგო პროგრამის ხელშეწყობის მიზნით „მრავალეროვანი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში მობილიზებულია სატელეფონო ცენტრის ოპერატორები, რომლებიც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ოპერატორები მოკლევადიანი დამკვირვებლებისაგან რეგულარულად იღებენ და ამუშავებენ საარჩევნო ხასიათის ინფორმაციას. 

 

გარდა აღნიშნულისა, ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში მოქმედებს ცხელი ხაზი, რითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს და სადამკვირვებლო პროგრამას მიაწოდოს მის ხელთ არსებული საარჩევნო ხასიათის ინფორმაცია.

 

სადამკვირვებლო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევს ორგანიზაციის იურისტი.

 

11:30-8:00-მდე „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი იქნა შემდეგი ხასიათის ინციდენტები:

 

 

საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა: (2 ინციდენტი)

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 58 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა ინციდენტს, რის შესაბამისადაც „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა გააპროტესტა საარჩევნო უბანზე ორგანიზაცია „მწვანე დედამიწის“ ორი დამკვირვებლის ყოფნა. ინციდენტი აღმოიფხვრა და შესაბამისად „მწვანე დედამიწის“ ერთერთ დამკვირვებელს დაატოვებინეს საარჩევნო უბანი.

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 65 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა შემდეგი ხასიათის ინციდენტს. კერძოდ, არაუფლებამოსილი, ერთიდაიგივე პირი შემოყვებოდა ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე. აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით ორგანიზაციის დამკვირვებელმა საჩივრით მიმართა საუბნო საარჩევნო კომისიას, რის საფუძველზეც აღკვეთილ იქნა ხსენებული არაუფლებამოსილი პირის შესვლა საარჩევნო უბანზე.

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება: (1 ინციდენტი)

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 19 საარჩევნო უბანზე, საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში არ არსებობს გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნასთან დაკავშირებით როგორც წერილობითი, ასევე სატელეფონო განცხადების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი.

აგიტაცია: (1 ინციდენტი)

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 65 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა აგიტაციის ფაქტი. კერძოდ, „თავისუფლებისა და თანასწორობის ცენტრის“ წარმომადგენელი აგიტაციას ეწეოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის სასარგებლოდ. აღნიშნული ფაქტი გააპროტესტა „მრავალეროვანი საქართელოს“ დამკვირვებელმა, რის შესაბამისადაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მითითების საფუძველზე „თავისუფლებისა და თანასწორობის ცენტრის“ წარმომადგენელმა შეწყვიტა აგიტაცია.

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა: (2 ინციდენტი)

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 44 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევას, კერძოდ ხმის მიცემის კაბინაში ამომრჩეველმა ფოტო სურათი გადაუღო ბიულეტინს. აღნიშნულთან დაკავშირებით „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა მითითება მისცა საუბნო საარჩევნო კომისიას და დააფიქსირა თავისი აზრი ჩანაწერთა წიგნში.

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 57 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა რამოდენიმე ფაქტი, რის შესაბასმისადაც ამომრჩევლებს ხმის მიცემის კაბინიდან გამოჰქონდათ გადაუკეცავი ბიულეტინები, რომლებზეც კარგად სჩანდა ამომრჩევლის ნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციის დამკვირვებელმა მოსაზრება დააფიქსირა ჩანაწერთა წიგნში.

არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემა: (1 ინციდენტი)

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 60 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა პირადობის დამატადსტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე ამორჩევლის მიერ ხმის მიმცემის ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციის დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი.  

 

მუქარა/ზეწოლა: (1 ინციდენტი)

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 26 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკივრვებელზე მუქარა/ზეწოლის ფაქტი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მხრიდან. ორგანიზაციის დამკვირვებელმა, რომელმაც გამოავლინა პროცედურული ხასიათის დარღვევა, მითითება მისცა კომისიის თავმჯდომარეს, რის გამოც ეს უკანასკნელი გაღიზიანდა და დამკვირვებელს საჩივრის დაწერის შემთხვევაში ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. უფრო მეტიც, ადგილი ქონდა მის მიერ დამკვირვებელთან ვითარების გარკვევის მცდელობას საარჩევნო უბნის გარეთ. აღნიშნული ფაქტის თაობაზე „მრავალეროვანმა საქრთველომ“ ინფორმაცია მიაწოდა ცესკო-ს, რის შემდეგადაც ინციდენტი აღიკვეთა.

ამომრჩევლის მიერ ხელმეორედ ხმის მიცემა: (1 ინციდენტი)

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 48 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, რის შესაბამისადაც ამომრჩევლს, რომელსაც აღენიშნებოდა მარკირების სითხის კვალი მისცეს კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობა. აღნიშნული ფაქტი გაპროტესდა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ. დაიწერა საჩივარი, რომელიც დაკმაყოფილდა.

სხვასახის ხარვეზები: (4 ინციდენტი)

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 48 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა ინციდენტს,რის შესაბამისადაც მარკირება გავლილი ამომრჩევლები ცდილობდნენ საარჩევნო უბანზე შეღწევას. აღნიშნული ინციდენტი გააპროტესტა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა, რის შესაბამისადაც ხსენებული პირები საარჩევნო უბანზე არ დაუშვეს.

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 18 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა ინციდენტს,რის შესაბამისადაც მარკირება გავლილი ამომრჩევლი ცდილობდა საარჩევნო უბანზე შეღწევას. აღნიშნული ინციდენტი გააპროტესტა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა, რის შესაბამისადაც ხსენებული პირი საარჩევნო უბანზე არ დაუშვეს.

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 18 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად გამოცხადდა ამომრჩეველი, რომელსაც თან ჰქონდა სამაგიდო სიის ასლი, რომელშიც აღრიცხავდა საარჩევნო უბანზე გამოცხადებულ ამომრჩევლებს. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლისა და საარჩვნო უბანზე ყოფნის უფლებამოსილებით აღჭურვილი პირების მიერ აღნიშნული ფაქტის გაპროტესტების შედეგად ხსენებულმა ამომრჩეველმა დატოვა საარჩევნო უბანი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძახებულ იქნა პოლიცია.

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 59 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა პროცედურული დარღვევები ხმის მიცემის დროს. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორები თავდაპირველად ამომრჩევლებს ხელს აწერინებდნენ ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ხოლო შემდგომ ახდენდნენ მათ მარკირებას. გარდა აღნიშნულისა, ძირითადი საარჩევნო ყუთის მეთვალყურე სპეციალურ კონვერტს გადასცემდა ამომრჩევლებს, რისი უფლებაც მას არ აქვს. აღნიშნული ინციდენტის თაობაზე „მრავალეროვანი საქართელოს“ დამკვირვებლის მიერ გაკეთდა სიტყვიერი შენიშვნა, რის შემდგომაც ხარვეზი აღმოფხვრილ იქნა.

11:30-8:00-მდე პერიოდში „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებულია

13 ინციდენტი რომელთაგანაც აღმოფხვრილ იქნა 9 სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე. გარდა აღნიშნულისა, დაიწერა 4 საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიის დონეზე, რომელთაგანაც ერთი საჩივარი გადავიდა საოლქო საარჩევნო კომისიაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ზოგადად ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობა მშვიდ გარემოში, მიუხედავად გამოვლენილი გარკვეული ხარვეზებისა.

 

“მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტიანად რეალიზების პროცესში. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს, მათ შორის, აჭარასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონში.

 

არჩევნების დღეზე დაკვირვების პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდი „ღია საზოგადოება საქარველოს“ (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით.

 

ანგარიშში, პრესრელიზსა თუ სპეციალურ განცხადებებშიგამოთქმულიმოსაზრებებიეკუთვნის„მრავალეროვან საქართველოს“ დაშესაძლოა,არგამოხატავდესდონორიორგანიზაციების შეხედულებებს.

| |