"მრავალეროვანი საქართველოს" საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების წინასწარი შეფასება

წინასწარი შეფასება

 

31 ოქტომბერი

 

2016 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისათვის საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ“ განახორციელა საარჩევნო დღეზე დაკვირვება ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ # 23 საგარეჯოს, # 36 მარნეულის, # 44 ადიგენი-ახალციხისა და # 9 ისნის საარჩევნო ოლქებში.  

 

სამონიტორინგო პროგრამამ დაფარა # 23 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის 12 საარჩევნო უბანი, # 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის 46 საარჩევნო უბანი, # 44 ადიგენი-ახალციხის საარჩევნო ოლქის 7 საარჩევნო უბანი და # 9 ისნის საარჩევნო ოლქის 8 საარჩევნო უბანი.

 

მონიტორინგი ასევე ხორციელდებოდა # 23 საგარეჯოს, # 36 მარნეულის, # 44 ადიგენი-ახალციხისა და # 9 ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

 

პროგრამის რალიზებას უზრუნველყოფდა სულ 99 მოკლევადიანი დამკვირვებელი, მათ შორის 73 საუბნო დამკვირვებელი, 21 მობილური ჯგუფის დამკვირვებელი, 4 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი და 1 ცენტრალრი საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი.

 

არჩევნების დღის სამონიგორინგო პროგრამის ხელშეწყობის მიზნით „მრავალეროვანი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში მობილიზებული იყო სატელეფონო ცენტრის ოპერატორები, რომლებიც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ოპერატორები მოკლევადიანი დამკვირვებლებისაგან რეგულარულად იღებდნენ და ამუშავებდნენ საარჩევნო ხასიათის ინფორმაციას. 

 

გარდა აღნიშნულისა, ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში მოქმედებდა ცხელი ხაზი, რითაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო ესარგებლა და სადამკვირვებლო პროგრამისათვის მიეწოდებინა  მის ხელთ არსებული საარჩევნო ხასიათის ინფორმაცია.

 

სადამკვირვებლო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევდა ორგანიზაციის იურისტები.

* * *

არჩევნების დღეს „მრავალეროვანი საქართველოს“ სადამკვირველო პროგრამის ფარგლებში მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი იქნა შემდეგი ხასიათის ინციდენტები:

 

საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა:

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 58 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა ინციდენტს, რის შესაბამისადაც „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა გააპროტესტა საარჩევნო უბანზე ორგანიზაცია „მწვანე დედამიწის“ ორი დამკვირვებლის ყოფნა. ინციდენტი აღმოიფხვრა და შესაბამისად „მწვანე დედამიწის“ ერთერთ დამკვირვებელს დაატოვებინეს საარჩევნო უბანი.

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 65 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა შემდეგი ხასიათის ინციდენტს. კერძოდ, არაუფლებამოსილი, ერთიდაიგივე პირი შემოყვებოდა ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე. აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით ორგანიზაციის დამკვირვებელმა საჩივრით მიმართა საუბნო საარჩევნო კომისიას, რის საფუძველზეც აღკვეთილ იქნა ხსენებული არაუფლებამოსილი პირის შესვლა საარჩევნო უბანზე.

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 36, # 55 და # 56 საარჩევნო უბნებზე ადგილი ქონდა არაუფლებამოსილი პირების ყოფნას. აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ გაკეთდა სიტყვიერი მითითებები საუბნო საარჩენო კომისიის თავმჯდომარეებისადმი, რის საფუძველზეც ინციდენტები აღმოფხვრილ იქნა.

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება:

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 19 საარჩევნო უბანზე, საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში არ არსებობს გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნასთან დაკავშირებით როგორც წერილობითი, ასევე სატელეფონო განცხადების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი.

აგიტაცია:

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 65 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა აგიტაციის ფაქტი. კერძოდ, „თავისუფლებისა და თანასწორობის ცენტრის“ წარმომადგენელი აგიტაციას ეწეოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის სასარგებლოდ. აღნიშნული ფაქტი გააპროტესტა „მრავალეროვანი საქართელოს“ დამკვირვებელმა, რის შესაბამისადაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მითითების საფუძველზე „თავისუფლებისა და თანასწორობის ცენტრის“ წარმომადგენელმა შეწყვიტა აგიტაცია.

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა:  

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 44 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევას, კერძოდ ხმის მიცემის კაბინაში ამომრჩეველმა ფოტო სურათი გადაუღო ბიულეტინს. აღნიშნულთან დაკავშირებით „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა მითითება მისცა საუბნო საარჩევნო კომისიას და დააფიქსირა თავისი აზრი ჩანაწერთა წიგნში.

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 57 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა რამოდენიმე ფაქტი, რის შესაბასმისადაც ამომრჩევლებს ხმის მიცემის კაბინიდან გამოჰქონდათ გადაუკეცავი ბიულეტინები, რომლებზეც კარგად სჩანდა ამომრჩევლის ნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციის დამკვირვებელმა მოსაზრება დააფიქსირა ჩანაწერთა წიგნში.

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 85 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა, რომელიც ამავე დროს ასრულებდა დამკვირვებლის ფუნქციას დაარღვია კენჭისყრის ფარულობა, იმდენად რამდენადაც თავისთვის სასურველი კანდიდატი საარჩევნო ბიულეტენში შემოხაზა რეგისტრატორის მაგიდასთან, ნაცვლად საარჩევნო კაბინისა. ანალოგიური ინციდენტი დაფიქსირდა # 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 18 საარჩევნო უბანზე. აღნიშნული ფაქტები გაპროტესტებულ იქნა დამკვირვებლების მიერ და შესაბამისი ჩანაწერები გაკეთდა ჩანაწერთა წიგნში. 

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 18 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა იცნიდენტს, რის შესაბამისადაც საარჩევნო კაბინაში შევიდა ერთდროულად ორი ამომრჩეველი, რისი აუცილებლობაც (რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს) არ იყო. აღნიშნული ინციდენტი ორგანიზაციის დამკვირვებლის სიტყვიერი შენიშვნისა და ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებული მოსაზრების შემდგომ აღმოფხვრილ იქნა, კერძოდ ბიულეტინი გაფუჭდა და ამომრჩეველზე ხელმეორედ გაიცა ახალი ბიულეტინი.

არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემა:  

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 60 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა პირადობის დამატადსტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე ამორჩევლის მიერ ხმის მიმცემის ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციის დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი.  

მუქარა/ზეწოლა:

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 26 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკივრვებელზე მუქარა/ზეწოლის ფაქტი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მხრიდან. ორგანიზაციის დამკვირვებელმა, რომელმაც გამოავლინა პროცედურული ხასიათის დარღვევა, მითითება მისცა კომისიის თავმჯდომარეს, რის გამოც ეს უკანასკნელი გაღიზიანდა და დამკვირვებელს საჩივრის დაწერის შემთხვევაში ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. უფრო მეტიც, ადგილი ქონდა მის მიერ დამკვირვებელთან ვითარების გარკვევის მცდელობას საარჩევნო უბნის გარეთ. აღნიშნული ფაქტის თაობაზე „მრავალეროვანმა საქრთველომ“ ინფორმაცია მიაწოდა ცესკო-ს, რის შემდეგადაც ინციდენტი აღიკვეთა.

ამომრჩევლის მიერ ხელმეორედ ხმის მიცემა:

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 48 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, რის შესაბამისადაც ამომრჩევლს, რომელსაც აღენიშნებოდა მარკირების სითხის კვალი მისცეს კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობა. აღნიშნული ფაქტი გაპროტესდა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ. დაიწერა საჩივარი, რომელიც დაკმაყოფილდა.

დამკვირვებლის უფლების უკანონო შეზღუდვა:

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 48 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა შემდეგ ინციდენტს. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელი არ დაუშვეს საარჩევნო უბანზე იმ მოტივით, რომ მიმდინარეობდა წილისყრა კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გადასანაწილებლად. აღნიშნულის თაობაზე „მრვალეროვანი სქართველო“ დაუკავშირდა ცესკოს, რის შემდეგადაც ინციდენტი აღმოიფხვრა და დამკვირვებელი დაუშვეს საარჩევნო უბანზე. მიუხედავად აღნიშნულისა, უბნის თავმჯდომარე აგრესიულად არის განწყობილი ორგანიზაციის დამკვირვებლის მიმართ. დამკვირვებლის მიერ დაწერილ იქნა საჩივარი ინციდენტის თაობაზე, რომელიც მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ჩარევის შემდეგ იქნა დარეგისტრირებული საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ.

საარჩევნო უბნის არასათანადოდ მოწყობა:

# 36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 36 და # 19 საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა კაბინაში არ იყო განთავსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული მასალა, კერძოდ კენჭისყრაში მონაწილე მაჟორიტარული კანდიდატების სია. აღნიშნულის თაობაზე ორგანიზაციის დამკვირვებლის მიერ მოსაზრება დაფიქსირებულ იქნა ჩანაწერთა წიგნში.

# 44 ადიგენი-ახალციხის საარჩევნო ოლქის # 6 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა კაბინაში არ იყო განთავსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული მასალა. აღნიშნულის თაობაზე ორგანიზაციის დამკვირვებლის მიერ მოსაზრება დაფიქსირებულ იქნა ჩანაწერთა წიგნში.

მარკირების შემოწმება/გაკეთების გარეშე ხმის მიცემა:

#36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 64 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს არ გაუკეთდა მარკირება. აღნიშნული ინციდენტი ორგანიზაციის დამკვირვებლის სიტყვიერი შენიშვნისა და ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებული მოსაზრების შემდგომ აღმოფხვრილ იქნა.

#44 ადიგენი-ახალციხის საარჩევნო ოლქის # 30 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს არ გაუკეთდა მარკირება. აღნიშნული ინციდენტი ორგანიზაციის დამკვირვებლის სიტყვიერი შენიშვნისა და ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებული მოსაზრების შემდგომ აღმოფხვრილ იქნა.

საარჩევნო სიაში წინასწარ დაფიქსირებული ხელმოწერების არსებობა:

#36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 18 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა იცნიდენტს, რის შესაბამისადაც ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ხელი მოაწერა ამომრჩეველთა ერთიან სიაში სხვა ამომრჩევლის სახელისა და გვარის გასწვრივ. აღნიშნული იცნიდენტის თაობაზე დაიწერა საჩივარი.

საარჩევნო ბიულეტენის არ დამოწმება:

#36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 89 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთისათვის გათვალისწინებულ ბიულეტინებზე არ იყო დასმული ბეჭედი. აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციის დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი, რის შემდგომაც უკან მოაბრუნეს გადასატანი საარჩევნო ყუთის გამყოლი კომისიის წევრები და ზემოაღნიშნულ ბიულეტინებზე განხორციელდა ბაჭდების დასმა.

უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირთა უფლებების უკანონო შეზღუდვა:

#36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 55 საარჩევნო უბანზე ორგანიზაცია „ოლმედიის“ წამომადგენლები ახორციელებენ ერმანეთის ჩანაცვლებას, იმ მოტივით, რომ ერთ შემთხვევაში ამომრჩეველს საარჩევნო კაბინაში შეყვა აღნიშნული ორგანიზაციის წამომადგენელი რის საფუძველზეც მას დაატოვებინეს საარჩევნო უბანი. მეორე შემთხვევაში, იგივე ორგანიზაციის უკვე სხვა დამკვირვებელი ამომრჩეველს არ უშვებდა საარჩევნო უბანზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციის დამკვირვებლის მიერ გაკეთდა ჩანაწერი ჩანაწერთა წიგნში.

სხვახასიათის ხარვეზები:

#36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 48 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა ინციდენტს,რის შესაბამისადაც მარკირება გავლილი ამომრჩევლები ცდილობდნენ საარჩევნო უბანზე შეღწევას. აღნიშნული ინციდენტი გააპროტესტა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა, რის შესაბამისადაც ხსენებული პირები საარჩევნო უბანზე არ დაუშვეს.

#36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 18 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა ინციდენტს,რის შესაბამისადაც მარკირება გავლილი ამომრჩევლი ცდილობდა საარჩევნო უბანზე შეღწევას. აღნიშნული ინციდენტი გააპროტესტა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა, რის შესაბამისადაც ხსენებული პირი საარჩევნო უბანზე არ დაუშვეს.

#36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 18 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად გამოცხადდა ამომრჩეველი, რომელსაც თან ჰქონდა სამაგიდო სიის ასლი, რომელშიც აღრიცხავდა საარჩევნო უბანზე გამოცხადებულ ამომრჩევლებს. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლისა და საარჩვნო უბანზე ყოფნის უფლებამოსილებით აღჭურვილი პირების მიერ აღნიშნული ფაქტის გაპროტესტების შედეგად ხსენებულმა ამომრჩეველმა დატოვა საარჩევნო უბანი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძახებულ იქნა პოლიცია.

#36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 59 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა პროცედურული დარღვევები ხმის მიცემის დროს. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორები თავდაპირველად ამომრჩევლებს ხელს აწერინებდნენ ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ხოლო შემდგომ ახდენდნენ მათ მარკირებას. გარდა აღნიშნულისა, ძირითადი საარჩევნო ყუთის მეთვალყურე სპეციალურ კონვერტს გადასცემდა ამომრჩევლებს, რისი უფლებაც მას არ აქვს. აღნიშნული ინციდენტის თაობაზე „მრავალეროვანი საქართელოს“ დამკვირვებლის მიერ გაკეთდა სიტყვიერი შენიშვნა, რის შემდგომაც ხარვეზი აღმოფხვრილ იქნა.

#36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 55 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა რეგისტრატორების მხრიდან საარჩევნო პროცედურების არათანმიმდევრულად წარმოებას. ასევე, დაფიქსირდა ამომრჩეველთა დიდი ნაკადის შემოდინება საარჩევნო უბანზე. ორგანიზაციის დამკვირვებლის სიტყვიერი მითითების საფუძველზე ზემოაღნიშნული ხარვეზები აღმოფხვრილ იქნა.

#36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 65 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა ინციდენტს, რის შესაბამისადაც საარჩევნო ბიულეტინზე რეგისტრატორის მხრიდან წინასწარ ხდებოდა ბეჭდის დასმა და ხელმოწერის გაკეთება. ორგანიზაციის დამკვირვებლის სიტყვიერი მითითების საფუძველზე ზემოაღნიშნული ხარვეზი აღმოფხვრილ იქნა.

#23 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის # 46 საარჩევნო უბანზე სადემონსტრაციო ოქმში არ იქნა შეტანილი სპეციალური სიის მონაცემები (ამომრჩეველთა რაოდენობა). აღნიშნული ინციდენტი ორგანიზაციის დამკვირვებლის სიტყვიერი შენიშვნისა და ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებული მოსაზრების შემდგომ აღმოფხვრილ იქნა.

# 23 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის # 38 და # 47 საარჩევნო უბნებზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში დაფიქსირებული ამომრჩევლების მონაცემები არ იყო ასახული ამომრჩეველთა საერთო სიაში. საუბნო საარჩევნო კომისიისადმი ორგანიზაციის დამკვირვებლის სიტყვიერი მითითების საფუძველზე აღნიშნული ხარვეზი აღმოფხვრილ იქნა.

#36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 48 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა ინციდენტს, რის შესაბამისადაც ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსინისას მასში არ აღმოჩნდა საკონტროლო ფურცელი. ორგანიზაციის დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიის სახელზე.

#36 მარნეულის საარჩევნო ოლქის # 50 საარჩევნო უბანზე დაზიანდა საუბნო საარჩევნო კომისიის ასლის გადამღები მანქანა, რის გამოც საუბნო საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება დაეტოვებინა საარჩევნო უბანი რათა საუბნო საარევნო კომისიის ოქმი საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაეტანა. რაც შეეხება საარჩევნო მასალა, მათ შორის გამოუყენებელ ბიულეტინებს ისინი დატოვეს  უბნის ტერიტორიაზე დაულუქავ მდგომარეობაში. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ორგანიზაციის დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე.

სულ არჩევნების დღეს „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი იქნა 34 ინციდენტი, მათ შორის საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნის 5 ინციდენტი, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოების 1 ინციდენტი,  აგიტაციის 1 ინციდენტი, კენჭისყრის ფარულობის დარღვევის 5 ინციდენტი, არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის 1 ინციდენტი, მუქარა/ზეწოლის 1 ინციდენტი, ამომრჩევლის მიერ ხელმეორედ ხმის მიცემის 1 ინციდენტი, დამკვირვებლის უფლების უკანონო შეზღუდვის 1 ინციდენტი, საარჩევნო უბნის არასათანადოდ მოწყობის 3 ინციდენტი, მარკირების შემოწმება/გაკეთების გარეშე ხმის მიცემის 2 ინციდენტი, საარჩევნო სიაში წინასწარ დაფიქსირებული ხელმოწერების არსებობის 1 ინციდენტი, საარჩევნო ბიულეტენის არ დამოწმების 1 ინციდენტი, უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირთა უფლებების უკანონო შეზღუდვის 1 ინციდენტი, სხვა სახის ხარვეზების 10 ინციდენტი.

 

ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი 34 ინციდენტიდან 23 აღმოფხვრილ იქნა დამკვირვებელთა მიერ გაკეთებული სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე.

 

გარდა აღნიშნულისა, ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ სულ დაიწერა 9 საჩივარი, რომელთაგანაც 5 დაიწერა საუბნო საარჩვნო კომისიაში, ხოლო 4 საოლქო საარჩევნო კომისიაში.

რაც შეეხება საოლქო სააარჩევნო კომისიაში წარდგენილ საჩივრებს, ისინი შედგენილ იქნა შემდეგ დარღვევებზე, კერძოდ: ძირითად საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არ არსებობა; საარჩევნო უბანზე საარჩევნო მასალების, მათ შორის გამოუყენებელი ბიულეტინების დაულუქავ მდგომარეობაში დატოვება; საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნასთან დაკავშირებით როგორც წერილობითი, ასევე სატელეფონო განცხადების შესახებ ინფორმაციის არ არსებობა.

„მრავალეროვანი საქართველო“ განაგრძობს საარჩევნო ოლქებზე არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგს ორგანიზაციის მიერ დაწერილი საჩივრების განხილვების პროცესის დაკვირვების მიზნით.

* * *

საარჩევნო დღეზე დაკვირვების პროგრამის წინასწარი შეფასება

 

არჩევნების დღეს „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ 2016 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისათვის ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ # 23 საგარეჯოს, # 36 მარნეულის, # 44 ადიგენი-ახალციხისა და # 9 ისნის საარჩევნო ოლქებში არჩევნები ჩატარდა საერთო ჯამში მშვიდ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში. უმეტესწილად ეს ეხება „მრავალეროვანი საქართველოს“ დაკვირვების არეალში მოქცეულ # 23 საგარეჯოს, # 44 ადიგენი-ახალციხისა და # 9 ისნის საარჩევნო ოლქებს.

 

ამავე დროს შეგახსენებთ, რომ „მრავალეროვანი საქართველოს“ სადამკვირვებლო პროგრამა სრულად ფარავდა # 36 მარნეულის საარევნო ოლქს, სადაც ორგანიზაციის დამკვირვებლებმა კლავაც დააფიქსირეს რიგი საარჩევნო ხარვეზები. მაგრამ, გამოვლენილი დარღვევების რაოდენობისა და არსის ანალიზი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ვივარაუდოთ, რომ გავლენას იქონიებს არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

 

განსაკუთრებულ აღნიშვნას საჭიროებს ის გარემოება, რომ პირველ ტურთან შედარებით, არჩევნების მეორე ტურისათვის გაუმჯობესებულია საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების შედგენის ხარისხი.

 

 

 

არჩევნების დღეზე დაკვირვების პროგრამა განხორციელდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდი „ღია საზოგადოება საქარველოს“ (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით.

 

ანგარიშში, პრესრელიზსა თუ სპეციალურ განცხადებებშიგამოთქმულიმოსაზრებებიეკუთვნის„მრავალეროვან საქართველოს“ დაშესაძლოა,არგამოხატავდესდონორიორგანიზაციების შეხედულებებს.

| |