2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სამონიტორინგო პროგრამის საბოლოო ანგარიში

 

 

დღეს, 25 იანვარს, საერთო-სამოქალაქომოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ“ ჩაატარა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველი და მეორეტ ურის, ისევე როგორც წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის კომპლექსური სამონიტორინგო პროგრამის საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია.

პრეზენტაცია გახსნა „მრავალეროვანისაქართველოს“ თავმჯდომარემ არნოლდ სტეფანიანმა, აგრეთვე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: ნიდერლანდების სამეფოს სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა საქართველოში ბატონმა იოჰანეს დოუმამ, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ქეთი მაისურაძემ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მრჩეველმა ანამიქელაძემ.

პრეზენტაცია ეხებოდა  2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიშს, რომელშიც ასახულია წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი, ისევე როგორც არჩევნების დღის დაკვირვებისა და შემდგომი პერიოდი.

წინასაარჩევნო მონიტორინგი ხორციელდებოდა 15 ივლისიდან 7 ოქტომბრამდე, ორგანიზაციის 4 გრძელვადიანი დამკვირვებელი აკვირდებოდა 2 რეგიონის (ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთს) 3 საარჩევნო ოლქს. კერძოდ:  #35 და #36 მარნეულის და #46 ახალქალაქი- ნინოწმინდის საარჩევნო ოლქებს.

ასევე განხილული იყო საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური (8 ოქტომბერს), რომლის ფარგლებშიც ორგანიზაცია აკვირდებოდა 3 რეგიონის (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და კახეთი) 8 საარჩევნო ოლქს.ორგანიზაცია სრულად ფარავდა #46 ნინოწმინდა-ახალქალაქის, #35 და #36 მარნეულის საარჩევნო ოლქებს.

ორგანიზაციის 294 მოკლევადიანი დამკვირვებელი აკვირდებოდა საარჩევნო უბნებზე მიმდინარე ყველა საარჩევნო პროცესს (უბნის გახსნიდან  შემაჯამებელი ოქმის შედგენის ჩათვლით), მათ მიერ, შესაბამის საარჩევნო უბნებზე, დაფიქსირებულ იქნა 50-მდე ინციდენტი, აქედან ნაწილი მითითების შედეგად აღმოიფხვრა, დაიწერა 27 საჩივარი.

მე-2 ტურს ორგანიზაცია აკვირდებოდა თბილისის #9 ისნის საარჩევნო ოლქს და 3 რეგიონის (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი) 3 საარჩევნო ოლქს, 99 დამკვირვებლის საშუალებით. სულ დაფიქსირდა 35-მდე ინციდენტი, რომელთაგან 11 შემთხვევაში დაიწერა საჩივარი, დანარჩენი აღმოფხვრილ იქნა სიტყვიერი მითითების საფუძველზე.

პრეზენტაციის დასკვნით ნაწილში გაიცა რეკომენდაციები ცენტრალური საარჩევნო კიმისიის, სამოქალაქო საზოგადოებრივი სექტორისა და პოლიტიკური სუბიექტებისთვის.

საარჩევნო დღის სამონიტორინგო პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ფონდი „ღია საზოგადოება საქარველოს“ (OSGF), ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვისა (NED) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით.

დეტალურად ანგარიში იხილეთ ბმულზე:

 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სამონიტორინგო პროგრამის საბოლოო ანგარიში

| |