მიმართვა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას

მიმდინარე წლის 28 აგვისტოს საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ“ თხოვნით მიმართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისისას იმის თაობაზე, რომ ხელი შეეწოს საარჩევნო სუბიექტებისათვის არჩევნებში მონაწილეობისათვის საარჩევნო კამპანიის პერიოდში მათთვის მინიჭებული რიგითი ნომრის შესახებ ამომრჩევლთა დროულ ინფორმირებულობას.

 

აღნიშნულის მიზნით ორგანიზაციამ ცესკო-ს თხოვა, რომ მას შემდეგ რაც დასრულდება საარჩევნო ბლოკების შექმნისა და რეგისტრაციის პროცესი ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ არ მოახდინოს წილისყრის გამართვა კოდექსით დადგენილ ბოლო ვადაში და ამით ხელი შეუწყოს საარჩევნო სუბიექტებს საარჩევნო კამპანიის თანაბარ გარემოში წარმართვაში.

ცნობისათვის, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო ახორციელებს წინასაარჩევნო და საარჩევნო დღეზე დაკვირვებას თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და კახეთში.

სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED) და ფონდი „ღია საზოგადოება საქარველოს“ (OSGF) ფინანსური ხელშეწყობით.

| |