თურქეთის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა

    თურქეთის საელჩოსთან საერთო სამოქალაქო მოძრაობამ "მრავალეროვანი საქართველო" და საქართველოს „პროფკავშირებმა" სოლიდარობის აქცია გამართეს. აქცია მიზნად ისახავდა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში 10 ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის გამო სამძიმრის გამოხატვას.

აქციაში გარდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა, აზერბაიჯანული და სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებმა.

აქციის ორგანიზატორებმა ჩანაწერი გააკეთეს თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნშიც.

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ გამოვიდა, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას და აქციის ორგანიზატორებს გამოცხადებული სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა. 

news.ge 

1tv.ge

| |