განცხადება ხმის მიცემის პროცესის მიმდინარეობის შესახებ 12 ნოემბერი 18 : 30

საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მე-2 ტურის სამონიტორინგო პროგრამას.

 

სამონიტორინგო პროგრამა ფარავს ბორჯომის #36, ხაშურის # 35 და ყაზბეგის # 29 საარჩევნო ოლქებს.

სამონიტორინგო პროგრამაში ჩართულია 83 მოკლევადიანი დამკვირვებელი, მათ შორის 63 საუბნო, 16 მობილიური ჯგუფის, 3 საოლქო საარჩევნო კომისიისა და 1 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი.

სამონიტორინგო პროგრამა სრულად ფარავს ბორჯომის # 36 და ყაზბეგის # 29 საარჩევნო ოლქებს, რაც შეეხება ხაშურის # 35 საარჩვნო ოლქს, სამონიტორინგო პროგრამა განხორციელდება ქალაქ ხაშურში მდებარე ყველა საარჩვნო უბანზე.

არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამის ხელშეწყობის მიზნით „მრავალეროვანი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს ინციდენტების ცენტრი. ინციდენტების ცენტრის ოპერატორები მუშაობენ საგანგებო რეჟიმში. ოპერატორები მოკლევადიანი დამკვირვებლებისაგან მუდმივ რეჟიმში იღებენ და ამუშავებენ საარჩევნო ხასიათის ინფორმაციას. 

 

გარდა აღნიშნულისა, „მრავალეროვანი საქართველოს“ ოფისში მოქმედებს ცხელი ხაზი (591 04 76 02), რითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს და არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამას მიაწოდოს მის ხელთ არსებული საარჩევნო ხასიათის ინფორმაცია.

 

არჩევნებზე დღეზე სამონიტორინგო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევენ პროგრამის იურისტები.

 

„მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესბამისად ხმის მიცემის პროცესში დაფიქსირდა რიგი ხარვეზებისა, კერძოდ:

 

ბორჯომის # 36 საარჩევნო ოლქის # 26 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა ამომრჩეველს, რომელსაც სჭირდებოდა დახმარება ხმამაღლა გაუკეთა მითითება, თუ რომელი კანდიდატისათვის მიეცა ხმა. ინციდენტი გაპროტესტებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, რასთან დაკავშირებითაც დაიწერა საჩივარი.

 

ბორჯომის # 36 საარჩევნო ოლქის # 21 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა ამომრჩევლის მიერ არასათანადო კოკუმენტით ხმის მიცემას (ორ ადგილზე გახვრეტილი პირადობის დამატასტურებელი მოწმობა, რაც გულისხმობს რომ იგი ძალადაკარგულია). ინციდენტი გაპროტესტებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, რასთან დაკავშირებითაც დაიწერა საჩივარი.

 

ბორჯომის # 36 საარჩევნო ოლქის # 5 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა ინციდენტს, რის შესაბამისადაც 12:07 გაუმართავ მდგომარეობაში იმყოფებოდა მარკირების შესამოწმებელი ფანარი. ინციდენტი გაპროტესტებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, რის შედეგადაც ხარვეზი დროულად აღმოიფხვრა - ფანარი გამოიცვალა. 

 

ბორჯომის # 36 საარჩევნო ოლქის # 5 საარჩევნო უბანზე ადგილი ინციდენტს, რის შესაბამისადაც 12:40 ხალხმრავლობა დაფიქსირდა საარჩევნო უბანზე. ხარვეზი გაპროტესტებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, რის შედეგადაც ნაკადის მარეგულირებელმა მოაწესრიგა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობა.  

 

ბორჯომის # 36 საარჩევნო ოლქის # 25 საარჩევნო უბანის გადასატან საარჩევნო ყუთში დაფიქსირდა ჩაგდებული 3კონვერტი ბიულეტენების გარეშე. მრავალეროვანი საქართველოსდამკვირვებლის სიტყვიერი მითითების საფუძველზე,კომისიის შესაბამისоწევრების მიერ დაწერილ იქნა ახსნა-განმარტბითი ბარათი, რის მიხედვითაც გაირკვა, რომ მათ შემთხვევით, მგზავრობის დროს ჩაუვარდათ 3 კონვერტი გადასატან ყუთში. ხარვეზი აღმოიფხვრა, სანაცვლოდ გაიცა 3 კონვერტი.

 

ბორჯომის # 36 საარჩევნო ოლქის # 13საარჩევნო უბანის შესასვლელთან იმყოფებოდნენ პირები, რომლებიც ხელს უშლიდნენ კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას, კერძოდ ხმაურობდნენ, ასევე აწარმოებდნენ ვიდეო გადაღებას.  მრავალეროვანი საქართველოსდამკვირვებლის სიტყვიერი მითითების საფუძველზე,საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომელმაც ზემოღნიშნულ პირებს დაატოვებინა საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია.

 

ბორჯომის # 36 საარჩევნო ოლქის # 19 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა ინციდენტს, რის შესაბამისადაც 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა არ ემთხვევოდა გაცემული ბიულეტენების რაოდენობას. ინციდენტი გაპროტესტებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, რის შესაბამისადაც ახსნა-განმარტება დაწერა კომისიის წევრმა (რეგისტრატორმა), რემელმაც აღიარა მის მიერ დაშვებლი უნებლიე შეცდომა. აღნიშნულთან დაკავშირებით „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი.

 

 

 

 

 

“მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტურად რეალიზების პროცესში. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს.

 

არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოშინიდერლანდებისსამეფოსსაელჩოს, ფონდიღიასაზოგადოებასაქარველოს“ (OSGF), საქართველოშიდიდიბრიტანეთისადაჩრდილოეთირლანდიისგაერთიანებულისამეფოსსაელჩოსა და  ნორვეგიის საგარეო საქამეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

 

განცხადების შინაარსზე პასუხისმგებელია საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ და იგი შესაძლოა არ ასახადეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებსა და მოსაზრებებს.

| |