2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების სამონიტორინგო პროგრამის საბოლოო ანგარიში

მიმდინარე წლის 8 თებერვალს, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ“ ჩაატარა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის არჩევნების კომპლექსური სამონიტორინგო პროგრამის შედეგების პრეზენტაცია.

 

პრეზენტაცია გახსნა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსანდრა კალატოზიშვილმა, თუმცა თავად პრეზენტატორები იყვნენ „მრავალეროვანი საქართველოს“ გრძელვადიანი დამკვირვებლები.

 

პრეზენტაციის ფარგლებში შეჯამდა არჩევნების პირველი და მეორე ტური, ისევე როგორც წინასაარჩევნო და აჩევნების შემდგომი პერიოდები.

წინასაარჩევნო პერიოდში, სამონიტორინგო პროგრამა განხორციელდა 8 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით, რომლებიც მუდმივ რეჟიმში აკვირდებოდნენ მიზნობრივი რეგიონების შესაბამის საარჩევნო ოლქებში არსებულ ვითარებასა და ელექტორალური ხასიათის ტენდენციებს. სამონიტორინგო პროგრამის ფარგლებში, ასევე შესწავლილ იქნა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ეთნიკური უმცირესობების ელექტორალური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით გაწეული საქმიანობა.

 

2017 წლის არჩევნების პირველ ტურს (21 ოქტომბერი) ორგანიზაცია აკვირდებოდა 5 რეგიონის (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი და შიდა ქართლი) 19 საარჩევნო ოლქს, 487 მოკლევადიანი დამკვირვებელის მეშვეობით. ორგანიზაციამ სრულად დაფარა #20 რუსთავის, #22 მარნეულის, #32 გორის, #37 ახალციხის, #40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქები. შესაბამის საარჩევნო უბნებზე, დაფიქსირებულ იქნა 40-მდე ინციდენტი, აქედან ნაწილი მითითების შედეგად აღმოიფხვრა, დაიწერა 11 საჩივარი.

მე-2 ტურს ორგანიზაცია აკვირდებოდა #36 ბორჯომის, #29 ყაზბეგისა და #35 ხაშურის საარჩევნო ოლქებს. 83 დამკვირვებლის საშუალებით. სულ დაფიქსირდა 11-მდე ინციდენტი, რომელთაგან 2 შემთხვევაში დაიწერა საჩივარი, დანარჩენი აღმოფხვრილ იქნა სიტყვიერი მითითების საფუძველზე.

პრეზენტაციის დასკვნით ნაწილში გაიცა რეკომენდაციები ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სამოქალაქო საზოგადოებრივი სექტორისა და პოლიტიკური სუბიექტებისთვის.

სამონიტორინგო პროგრამა განხორციელადა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისთვის (NED), საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს, ნორვეგიის საგარეო საქამეთა სამინისტროსა და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

  

  საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის არჩევნების საბოლოო ანგარიში

| |