საერთო-სამოქალაქო მოძრაობამ „მრავალეროვანი საქართველო“ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა და მედიის წარმომადგენლებს წარუდგინა ინფორმაცია გამოვლენილი დარღვევებისა და ინციდენტების შესახებ.
 
ორგანიზაციის მონიტორინგის ანგარიმა მოიცვა 2020 წლის 15 ივნისიდან 2020 წლის 24 ოქტომბრამდე გამოვლენილი ინციდენტები.
მრავალეროვანი საქართველოს საარჩევნო ექსპერტმა ლელა ტალიურმა დეტალური განამარტებები გააკეთა დარღვევებისა და ინციდენტების შესახებ, მათ შორის: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისა და აგიტაციის წესების დარღვევის, წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლის, საარჩევნო პლაკატებისა და საარჩევნო ბანერების დაზიანების, მუქარის და ფიზიკური ანგარიშსწორების,
 
ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის, ამომრჩეველთა პირადი მონაცემების სავარაუდოდ უკანონოდ შეგროვების, მედიის საქმიანობაში ხელშეშლის, სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის გავრცელების და დისკრედიტაციის მცდელობის, ასევე სომხურ და აზერბაიჯანულ თემებს შორის ეთნოსთაშორისი შუღლის გაღვივების და დაპირისპირების ხელშემწყობი შინაარსის განცხადებების შესახებ.
 
საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების - 8, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისა და აგიტაციის წესების დარღვევის - 8, წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლის 9, საარჩევნო პლაკატების დაზიანების არაერთი, საარჩევნო ბანერის დაზიანების - 3, მუქარის - 7, ფიზიკური ანგარიშსწორების 10, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 4, ამომრჩეველთა პირადი მონაცემების სავარაუდოდ უკანონოდ შეგროვების - 3, მედიის საქმიანობაში ხელშეშლის - 4 ფაქტი. ასევე გამოვლინდა სიძულვილის ენის შემცველი - 2, დეზინფორმაციის გავრცელების და დისკრედიტაციის მცდელობის 5 ფაქტი. ასევე, სომხურ და აზერბაიჯანულ თემებს შორის ეთნოსთაშორისი შუღლის გაღვივების და დაპირისპირების ხელშემწყობი შინაარსის - 4 საჯარო განცხადება.
 
ორგანიზაციის წარმომადგენლების ლელა ტალიურისა და დარეჯან გიორბელიძის ინფორმაციით დაფიქსირებული ძალადობისა და ფიზიკური ანგარიშსწორების 10 ფაქტიდან 8 ფაქტი ქვემო ქართლის რეგიონში დაფიქსირდა.
 
წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგი საქართველოს ეთნიკურად კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში 21 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით განხორციელდა.
 
ანგარიშის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) დაფინანსებით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის საერთო-სამოქალაქო მოძრაობას „მრავალეროვანი საქართველო“ და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
 
მეტი დეტალი შეგიძლიათ იხილოთ ანგარიშში. 
 
  საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიში

| |