შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 “მრავალეროვანმა საქართველომ“ (PMMG) საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, სასტუმრო მუზეუმში ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ქვემო ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან და კახეთიდან, საქართველოს პარლამენტის საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფში, „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ წარდგენილ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებსა და რეკომენდაციების შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრის მონაწილეებმა წარმოადგინეს საკუთარი ხედვები, რაც მათი აზრით, ერთი მხრივ გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს, ხოლო მეორე მხრივ ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური წარმომადგენლობისა და ჩართულობის გაზრდას აღნიშნულ პროცესში.

8 თებერვლიდან „მრავალეროვანი საქართველო“ ჩართულია საქართველოს პარლამენტის საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, რომლის მიზანიცაა საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტის შემუშავება.

| |