დღეს მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ჯამბულ ხოზრევანიძეს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა არსებულ პრობლემებზე და არასამთავრობო სექტორის განვითარების მნიშვნელობაზე ხულოს მუნიციპალიტეტში. მხარეებმა მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში ტოლერანტობის განვითარების გზებზეც იმსჯელეს. ბატონმა ჯამბულმა აღნიშნა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო მზად არის ხელი შეუწყოს სამოქალაქო სექტორის ყველა სასარგებლო ინიციატივას, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში.
| |