პროექტის რეალიზება შესაძლებლს ხდის გაიზარდოს კარტოფილის ხვედრითი წილი ადგილზე მოწეულ სხვა კულტურებს შორის

"პროექტის რეალიზება შესაძლებლს ხდის გაიზარდოს კარტოფილის ხვედრითი წილი ადგილზე მოწეულ სხვა კულტურებს შორის, შესაბამისად, საერთო გეგმიური მოგება გაიზარდოს ნახევარ მილიონ ლარამდე. ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, ირიგაცის ამ მეთოდით წყლის რესურსი დაიზოგება 50 პროცენტით. მორწყვიდ დროშ შესაძლებლი გახდა სასუქის, პესტიციდებისა და ჰერბიციდების ერთდროულად შეტანა, რაც საგრძნობლად გაზრდის პროდუქტის მოსავლიანობას. გარდა პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისა და მოსავლიანობის გაზრდისა, ეს იმოქმედებს თვითღირებულებაზეც და საგრძნობლად შეამცირებს მას. გარდა ამისა, ამ სისტემის წყალობით, იმ მიწების, რომლებზეც საირიგაციო არხები არ არსებობს, მათი მორწყვის საშუალებაც გაჩნდება. ყოველივე ს კი საგრძნობლად გაზრდის სახნავი მიწების რაოდენობას. ამ პროექტში PMMG-ის როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ორგანიზაცია დაინტერესებულია ადილობრივი მოსახლეობის დასაქმების მნიშვნელობით და ყველანაირად ცდილობს ხელი შუწყოს მათ .ეს პროექტი ხელს შეუწყობს მათი სოციალური პირობების გააუმჯობესებას და გავლენას იქონიებს შრომითი მიგრაციის შემცირებაზე რუსეთში. ყოვლივე ეს კი ხელს შეუწყობს სტაბილურობას რეგიონში. “ -ეს განცხადება PMMG-ს თავმჯდომარემ არნოლდ სტეფანიანმა ახალქალაქის რაიონის სოფელ დილისკაში ახალი საირიგაციო სისტემის პრეზენტაციისას გუშინ,25 სექტემბერს გააკეთა.
საერთო სამოქალაქო მოძრაობამ "მრავალეროვანი საქართველო (PMMG) ახალქალაქის რაიონში საირიგაციო სისტემის გაუმჯობესების პროექტი გახსნა, რომელიც იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი "გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტის" ფარგლებში 87 542 დოლარით დაფინანსდა. პროექტის დახმარებით ახალქალაქში დაახლოვებით 100 ფერმერისთვის ხელმისაწვდომი ხდება თანამედროვე მობილური სარწყავი სისტემა, რაც მათ პროდუქტიულობასა და კონკურენტუნარიანობას გაზრდის.
ახალქალაქის რაიონის სოფელ დილისკაში გამართულ პრეზენტაციას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი, ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი სამველ პეტროსიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედუარდ აღასარიანი, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსესიანი და Sps "კარგილის" წარმომადგენელი გრანტ კარახანიანი ესწრებოდნენ. თითოეულმა მათგანმა პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროექტის მნიშვნელობასა და ამ პროექტში PMMGG-ს წვლილზე ისაუბრა.

| |