საირიგაციო სისტემის პრეზენტაცია ახალქალაქში

საირიგაციო სისტემის საპრეზენტაციო ღონისძიება, რომელიც 25 სექტემბერს ახალქალაქის რაიონ სოფელ დილისკაში გაიმართა, ადგილობრივმა და ცენტრალურმა მედიამ გააშუქა.საერთო სამოქალაქო მოძრაობამ "მრავალეროვანი საქართველო (PMMG) ახალქალაქის რაიონში საირიგაციო სისტემის გაუმჯობესების პროექტი გახსნა, რომელიც იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი "გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტის" ფარგლებში 87 542 დოლარით დაფინანსდა. პროექტის დახმარებით ახალქალაქში დაახლოვებით 100 ფერმერისთვის ხელმისაწვდომი ხდება თანამედროვე მობილური სარწყავი სისტემა, რაც მათ პროდუქტიულობასა და კონკურენტუნარიანობას გაზრდის.
ახალქალაქის რაიონის სოფელ დილისკაში გამართულ პრეზენტაციას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი, ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი სამველ პეტროსიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედუარდ აღასარიანი, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსესიანი და Sps "კარგილის" წარმომადგენელი გრანტ კარახანიანი ესწრებოდნენ. თითოეულმა მათგანმა პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროექტის მნიშვნელობასა და ამ პროექტში PMMG-ს წვლილზე ისაუბრა.     GPB/Public Movement "Multinational Georgia"

| |