რეგიონული მედია საზღვრისპირა სოფლებში მოწყობილ მედიატურზე წერს

22 ნოემბერს საზღვრისპირა სოფლებში- ერგნეთი, დიცი და ზარდიანთკარი მედიატური მოეწყო, რომელიც "მრავალეროვანი საქართველოს" მიერ გაცემული მცირე გრანტის ფარგლებში "ქართული მედია ჯგუფის" ორგანიზებით ჩატარდა. პროექტს სახელწოდებით "კოალიცია ნდობისთვის" საერთო სამქოალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო" (PMMG) საქართველოში უკვე სამი წელია ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ნდობის აღდგენას კონფლიქტით დაზარალებულ და დაყოფილ საზოგადოებაში. პროექტის დონორები ევროკავშირი და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო არიან. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მოეწყო აღნიშნული მედიატურიც, რომელშიც მონაწილეობას დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველოს რეგიონული მედიის წარმომადგენლები იღებდნენ. ჟურნალისტები უშუალოდ კონფლიქტის ზონაში გაეცვნენ ვითარებას, შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და მათგან მოისმინეს საზღვრისპირა სოფლებში არსებული პრობლემები. მედიატურის მიზანი კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების გაზიარება იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისათვის, რომლებსაც არ მისცემიათ შესაძლებლობა საკუთარი თვალით ენახათ რუსული ავიაციის მიერ დაბომბილი, განადგურებული ინფრასტრუქტურა და საარსებო წყაროს გარეშე დარჩენილი მოსახლეობა, რომელიც დღემდე ტყვიების ხმაურში ცხოვრობს. სწორედ ეს მედიატური მისცემს მათ შესაძლებლობას თავიანთი რეგიონული მედიის თვალით დაინახონ კონფლიქტის ზონაში არსებული რეალობა. ჟურნალისტებმა შთაბეჭდილებები მედიასაშუალებებში განთავსეს. 

postalioni.com

www.psnews.ge

www.ekofact.com

www.gurianews.com

www.kutaisitoday.com

| |