რეგიონული მედია საშუალებების წარმომადგენლები სამთავრობო უწყებებისა და ევროკავშირის წარმომადგენლობის პირველ პირებს შეხვდნენ[Rus]

23 მაისს, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში აკრედიტირებულიცენტრალური და რეგიონული მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა სამთავრობო უწყებებსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრები გამართეს. ვიზიტი შედგა საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას რათა უზრუნველოფილ იქნეს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა და კონსენსუსი ევრო ინტერგაციის პროცესისადმი“ ფარგლებში, რომელსაც საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს.

რეგიონალური მედიის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს საგარეოურთიერთობათა საკითხებში ივანე მაჭავარიანს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაიაფანჯიკიძეს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებშისაქართველოს სახელმწიფო მინისტრს ალექსი პეტრიაშვილს, საქართველოში ევროკავშირისწარმომადგენლობის ხელძღვანელის მოადგილეს ბორის იაროშევიჩს და ევროკავშირისწარმომადგენლობის სურსათის უვნებლობისა და სოფლის განვითარების ატაშეს ხუან ეჩანოვესშეხვდნენ. 

შეხვედრებზე საუბარი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობასადა მის ძირითად ასპექტებს შეეხებოდა. მინისტრებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხეს. ევროკავშირში შემდგარ შეხვედრებზე კი საუბარიევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შედეგად საქართველოში ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის,ეკონომიკის განვითარების საკითხებს შეეხო; ასევე, იმ სამომავლო გზებს, რომელის გავლაცსაქართველოს ხელშეკრულების ხელმოწერამდე და ევროკავშირში შესვლამდემოუწევს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრისას საუბარიუმცირესობების უფლებების დაცვასაც შეეხო. როგორც ბორის იაროშევიჩმა განაცხადა, ევროპისქვეყნებში უვიზო მიმოსვლა საქართველოს მხოლოდ ანტიდისკრიმინაციული კანონის დანერგვისადა ამოქმედების შემდეგ ექნება.

პრეს-სამსახური

| |