საერთო სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველო

საერთო სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველო დაარსდა 1999 წელს და აერთიანებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ, რელიგიურ და ლინგვისტურ ჯგუფებს.
სსმმს – ეს არის ქოლგა ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს რესურით მხარდაჭერას და თანამშრომლობს 18 სათვისტომოსა და 56-მდე საზოგადოებრივ ორგანზიაციასთან, რომლებიც მუშაობენ საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ, რელიგიურ და ლინგვისტურ ჯგუფებთან ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში.
მოძრაობა მოქმედებს მთელი საქართველოს მასშტაბით. სსმმს-ს ძირითადი აქტიობები მიმართულია საქართველოს დედაქალაქსა და ხუთ რეგიონში, სადაც წარმოდგენილია ეთნიკური, ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნება – ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, კახეთი და აჭარა. მოცემულ რეგიონებში მუდმივად მოქმედებს სსმმს-ს წარმომადგენლობები.
გრძელვადიან პერსპექტივაში, სსმმს მიისწრაფვის ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმებად აღიარებისაკენ.