დღესასწაულები

მარიამობის დღესასწაული, ღვთისმშობლობა (1 იანვარი)

მარიამობის, ღვთისმშობლობის დღესასწაული კათოლიკური ეკლესიის მრევლის ერთერთი უმთავრესი რელიგიური დღესასწაულია.

 

შობა (25 დეკემბერი/7 იანვარი)

შობა ყოველწლიური ხსენებაა ბეთლემში იესო ქრისტეს შობისა. ეს დღესასწაული ძალზე პოპულარულია საქართველოში. შობის დღე აღინიშნება როგორც დღესასწაული და საერო დასვენების დღე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მათ შორის იმ ქვეყნებშიც, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა არაქრისტიანია.

 

ეპიფანია ანუ თეოფანია (6 იანვარი/19 იანვარი)

ეს არის ქრისტიანული დღესასწაული, როდესაც აღინიშნება ღვთის ძის გამოცხადებას ძე კაცისა იესო ქრისტეში. დასავლეთის ქრისტიანები უმთავრესად (თუმცა არა მხოლოდ) აღნიშნავენ მოგვების სტუმრობას ახალშობილი იესოს სანახავად და ამდენად იესოს ფიზიკურ გაცხადებას წარმართების წინაშე. აღმოსავლეთის ქრისტიანები აღნიშნავენ იესოს ნათლისღებას იორდანეს მდინარეში და მის როგორც ძე ღვთისას გაცხადებას ქვეყნიერებისადმი.

 

წმ. სარქისის დღესასწაული (სუბსარქისი) (იანვრის ბოლო-თებერვლის დასაწყისი)

ეს არის სომხური სამოციქულო ეკლესიის ძველი ტრადიცია, როდესაც წმ. სარქის მეომარის დღესასწაულზე, რომელიც ითვლება სიყვარულის მფარველად, ილოცებიან შეყვარებული წყვილები. თავის 14 თანამებრძოლთან ერთად წმ. სარქისი ეწამა ქრისტიანული რწმენისათვის. მიღებულია წმ სარქისის ხსოვნის დღე აღინიშნოს, როგორც საეკლესიო რიტუალით და ლოცვით, ასევე სხვადასხვა ხალხური ტრადიციის მიხედვით. დღესასწაულის წინა დღის საღამოს, ახალგაზრდები მიირთმევენ მარილიან კვერებს, რომ სიზმარში ნახონ თავისი მომავალი მეუღლე. დღესასწაული პოპულარულია საქართველოშიც, თბილისში და აღინიშნება არა მხოლოდ სომხური თემის, არამედ დედაქალაქის, ასევე საქართველოს სხვა რეგიონების მოსახლეობის მიერ.

 

როჟიე ჰიდრნაბი ჰიდრილიას (14-15 თებერვალი)

სამდღიანი ზეიმი ორი წმინდანის პატივსაცემად - სურვილების შესრულება წინ უსწრებს ეზიდურ ზეიმს „ჰიდრნაბი ჰიდრილას“, რომელიც აღინიშნება თებერვლის პირველ ხუთშაბათს და პარასკევს იულიანური კალენდრის მიხედვით.

 

„მასლენიცა“ (28 თებერვალი-6 მარტი)

ეს არის აღმოსავლეთ სლავური რელიგიური და ხალხური დღესასწაული, რომელიც ზამთრის დასასრულს უკავშირდება. სახელწოდება „მასლენიცა“ წარმოსდგება იმ ფაქტიდან, რომ ამ დროს - დიდი მარხვის დადგომამდე ბოლო კვირას ნებადართულია კარაქი, რძე და რძის სხვა პროდუქტები, ასევე თევზი.  

 

„მარტენიცა“ - მართლმადიდებლური (1 მარტი)

ეს არის ტრადიციული ბულგარული დღესასწაული, რომელიც უკავშირდება ზამთრის გაცილებასა და გაზაფხულის შემობრძანებას. ამ დღეს გავრცელებულია სპეციალური ამულეტის „მარტენიცას“ (თეთრი და წითელი ნართით მოქსოვილი) ჩუქება ნათესავებისთვის, მეგობრებისთვის და საყვარელი ადამიანებისთვის. წითელი და თეთრი ნაქსოვისიმბოლურად აღნიშნავს ჯანმრთელობის სურვებას. თეთრი სიწმინდის სიმბოლოა, ხოლო წითელი კი - სიცოცხლისა და სწრაფვის.

  

ნოვრუზ ბაირამი (21-22 მარტი)

ნოვრუზ ბაირამით აღინიშნება  გაზაფხულის შემობრძანება. როგორც წესი, ნოვრუზისთვის სამზადისი ერთი თვით ადრე იწყება. მომავალი 4 კვირის მანძილზე, ყოველი კვირა ეძღვნება 4 ელემენტიდან ერთ-ერთს და შესაბამისად იწოდება. ყოველ სამშაბათს ხალხი აღნიშნავს 4 ელემენტიდან ერთ-ერთის დღეს - წყალი, ცეცხლი, მიწა და ქარი. ხალხი ალაგებს სახლებს, რგავს ხეებს, კერავენ ახალ ტანისამოსს, ღებავენ კვერცხებს, ამზადებენ ეროვნულ ნუგბარს, როგორიცაა შაქარბურა, ფახლავა და უამრავ ტრადიციულ კერძებს. ცეცხლთაყვანისცემის აღსანიშნავად, ოთხივე კვირის ყოველ სამშაბათს დღესასწაულამდე ბავშვები ხტებიან პატარა კოცონზე და ანთებენ სანთლებს. დღესასწაულის წინა დღეს ადამიანები მიდიან თავისი გარდაცვლილი ნათესავების საფლავზე და ასუფთავებენ მას. ამჟამად, საქართველოში ნოვრუზობა ეროვნული დღესასწაულია.

 

პურიმი (მარტი)

პურიმი ებრაული დღესასწაულია, რომელიც ეძღვნება სპარსეთში მცხოვრები ებრაელების ხსნას ამანის მიერ დაგეგმილისიკვდილისაგან. ეს ამბავი მოთხრობილია ესთერის ბიბლიურ წიგნში. ხსნის დღე იქცა ზეიმისა და სიხარულის დღედ. პურიმი აღინიშნება ყოველწლიურად ებრაული კალენდრის მიხედვით ებრაული თვის ადარის (მარტი) მე-14 დღეს, ებრაელების მიერ მტრებზე გამარჯვების მომდევნო დღეს. პურიმის დღესასწაულზე ადამიანები ერთმანეთს ჩუქნიან სურსათსა და სასმელს, გასცემენ წყალობას ღარიბებზე, შლიან საზეიმო სუფრას და საჯაროდ კითხულობენ ესთერის წიგნს და ასრულებენ ლოცვებს, აკურთხებენ ტრაპეზობის შემდეგ.

 

„კლოჩი“ (მარტი)

“კლოჩა სარე სალე” ანუ “საახალწლო ღვეზელი” აღინიშნება ყოველი ეზიდის ოჯახში მარტის პირველ ოთხშაბათს, აღმოსავლური კალენდრით.  დიასახლისი აცხობს კულიჩს და შიგნით დებს მძივს ან მონეტას. მეორე დღეს, დილით ადრე, ოჯახის ყველა წევრი შემოუჯდება ნამცხვარს, რომელსაც ჭრის ოჯახის უფროსი, მას შემდეგ რაც ღმერთის სახელს ახსენებს. ლეგენდის თანახმად, ის ვის ნაჭერშიც აღმოჩნდება მონეტა, ღმერთის მიერ დალოცვილი იქნება.

 

გამოსვლა (18-26 აპრილი)

გამოსვლა ებრაული დღესასწაულია. იგი აღნიშნავს ძველი ებრაელების ეგვიპტეში მონობისგან გათავისუფლებას. გამოსვლის დღესასწაული იწყება ებრაული კალენდრის ნისანის თვის მე-15 დღეს, რომელიც ჩრდოლოეთ ნახევარსფეროში გაზაფხულს ემთხვევა და იზეიმება შვიდი ან რვა დღის განმავლობაში.  

 

აღდგომა

აღდგომა ანუ პასქალია ქრისტიანული დღესასწაულია, რომლის დროსაც იზეიმება იესო ქრისტეს აღდგომა მისი გოლგოთაზე ჯვარზე გაკვრის მესამე დღეს, როგორც ეს აღწერილია ახალ აღთქმაში. აღდგომა ქრსიტეს ვნების კულმინაციაა, რომელსაც წინ უსრებს 40 დღიანი დიდი მარხვა, რასაც თან ახლავს ლოცვა და სინანული. აღდგომა მოძრავი დღესასწაულია, რაც ნისნავს, რომ ის არ არის ფიქსირებული სამოქალაქო კალენდრით. აღდგომის თარიღი მონაცვლეობს 22 მარტსა და 25 აპრილს შორის. აღმოსავლეთის ქრისტიანობა თარიღის გამოთვლისას ეყრდნობა იულიუსის კალენდარს, რომელშიც 21 მარტი გრეგორიანული კალენდრით 3 აპრილს მოდის, ამ უკანასკნელის მიხედვით კი აღდგომის თარიღი მონაცვლეობს 4 აპრილსა და 8 მაისს შორის. აღდგომის ტრადიციები განსხვავდება ქრისტიანულ სამყაროში, მაგრამ ღამისთევის ტრადიცია, პასქალური მისალმების წამოძახილი, ეკლესიის გარსშემოვლა და აღდგომის კვერცხების შემკობა, როგორც ცარიელი საფლავის სიმბოლოსი, ყველაგანაა გავრცელებული.   

 

ასქართველოს დამოუკიდებლობის დღე (26 მაისი)

ეს საქართველოს ძირითადი დღესასწაულია.

 

ვარდათონი (27 მაისი)

თბილისის სომხური თემი აღნიშნავს ტრადიციულ დღესასწაულს ვარდათონს, ვარდების ზეიმს, რომელიც იქცა დიდი აშუღის, საიათნოვას (დაიბადა საქართველოში) ხელოვნებისადმი სიყვარულისა და მოწიწების გამოხატულებად; ის ასევე გახდა მისი შემოქმედების უდიდესი მნიშვნელობისა და ღირებულების სიმბოლოდ. 

 

ნინოობა (წმ. ნინოს დღე) (1 ივნისი)

წმ. ნინო იყო ქაალწული, რომელმაც იქადაგა ქრისტიანობა საქართველოში. ლეგენდის თანახმად, მან განკურნა და ქრისტიანობაზე მოაქცია დედოფალი ნანა და შემდეგ კი იბერიის წარმართი მეფე მირიან III, რომელსაც ნადირობისას მზე დაუბნელდა და ვეღარეფერს ხედავდა, და მხოლოდ მაშინ შეძლო გზის პოვნა, როდესაც „ნინოს ღმერთს“ მოუხმო საშველად. მირიანმა ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად გამოაცხადა (ჩვ. წ.აღ. 327 წ.), ხოლო ნინო სიკვდილამდე განაგრძობდა ქართველებს შორის ქრისტიანობის ქადაგებას. მისი საფლავი მდებარეობს ბოდბის მონასტერში, კახეთში, აღმოსავლეთ საქართველოში. წმ. ნინო გახდა ერთ-ერთი წმინდანია, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ყველაზე მეტად მიაგებს პატივს, ხოლო მისი ნაქონი ვაზის ჯვარი საქართველოს ქრისტიანობის სიმბოლოს წარმოადგენს.

 

წმ. იოანე ნათლისმცემლის შობა (24 ივნისი)

ეს არის ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღნიშნავს იოანე ნათლისმცემლის შობას. ის იყო წინასწარმეტყველი, რომელმაც იწინასწარმეტყველა იესოს სახით მესიის მოსვლა. მან ასევე მონათლა იესო. იოანე ნათლისმცემლის შობა ფართოდ აღინიშნება აღმოსავლელ და დასავლელ ქრისტიანებს შორის - დღესასწაული იწოდებოდა „იოანე ნათლისმცემლის შობა“ ან „წინამორბედის დაბადება“. მე-4 საუკუნის დასაწყისში, დღესასწაული დაემატა ქრისტიანულ კალენდარს. იგი იზეიმება საქართველოს კათოლიკური მორწმუნეების მიერაც.   

 

წმინდანების პეტრესა და პავლეს ხსენების დღე (29 ივნისი/12 ივლისი)

წმინდანების პეტრესა და პავლეს ხსენება ლიტურგიული დღესასწაულია რომში წამებული მოციქუების პატივსაცემად, რომელიც აღინისნება 29 ივნისს (12 ივლისს). დღესასწაული ძველადაა დაწესებული, შერჩეული თარიღით კი აღინისნება მათი გარდაცვალების ან მათი ნეშტის გადაბრძანების დღე.  

 

მიძინება ყოვლადწმიდისა მარიამისა  ან მარიამობა (15 აგვისტო/28 აგვისტო)

წმ. ქალწულ მარიამის მიცვალება სასუფეველში, მოკლედ - მიძინება, რომის კათოლიკური ეკლესიის, აღმოსავლეთ მართლმადიდებლური და ნაწილობრივ ანგლიკანური ეკლესიის ქრსიტიანული გადმოცემის თანახმად, ნიშნავს ქალწულ მარიამის ხორციელად აღყვანებას სასუფეველში, მისი მიწიერი სიცოცხლის დასრულების შემდეგ. ყოვლადწმინდა მარიამის ხსენება (მარიამობა) საქართველოს 12 ყველაზე მნშვნელოვან რელიგიურ დღესასწაულს შორისაა,ა ღინისნება 28 აგვისტოს და ოფიციალურ დასვენების დღეს წარმოადგენს. დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვა-ლოცვა ქვეყნის ყველა ეკლესიაში ტარდება. წმ. მარიამის მიძინება საქართველოში განსაკუთრებული დღესასწაულია, რადგან საქართველო, საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და მისი ზეციური მფარველობის ქვეშ არის.  

 

რამაზანი

რამაზანი აღინიშნება მუსლიმური კალენდრის მეცხრე თვეს.  ამ თვეში მსოფლიოს ყველა მუსლიმანი მარხულობს. ამ ყოველწლიური დღესასწაულის ზეიმი წარმოადგენს ისლამის ხუთიდან ერთ-ერთ სვეტს. ჰადისებში შეგროვილი მრავალრიცხოვანი ბიოგრაფიების მიხედვით, ეს თვე გრძელდება 29-30 დღეს, როდესაც ნათლად ჩანს ნახევარმთვარე. მისისახელი მოდის არაბული ფუძის "რამიდა", ან "არ–რამად"), რაც ნიშნავს მწველ სიცხეს ან გვალვას. მარხვა სავალდებულოა ყველა ზრდასრულისთვის, თუმცა არის რამდენიმე გამონაკლისი. განთიადიდან მზის ჩასვლამდე მარხვისას, მუსლიმები უარს ამბობენ საჭმელზე, სასმელზე, მოწევასა და ა.შ.; ზოგიერთი ინტერპრეტაციით, ბილწსიტყვაობაზეც. ისლამის მიხედვით, მარხვის ჯილდო მრავალია, მაგრამ ამ თვის განამვლობაში ეს ჯილდო ასმაგდება. რამაზანის დროს მარხვა მუსლიმებისთვის როგორც წესი მოიცავს გაძლიერებულ ლოცვასა და ყურანის კითხვას.

 

„როშ ჰაშანა“ (28-30 სექტემბერი)

„როშ აშანა“ ან „როშ ჰაშანა“ (ებრაულად წლის დასაწყისი) არის ევრაული ახალი წელი, რომელიც იზეიმება ორი დღის განმავლობაში შემოდგომის თვის ტიშრეის (ტიშრი) ახალმთვარეობისას, ებრაული კალენდრის მიხედვით (მოდის სექტემბერში ან ოქტომბერში). ამ დღიდან იწყება ებრაული ახალი წლის ათვლა. ეს დღე ითვლება პირველი ადამიანების - ადამ და ევას შექმნის და მათ მიერ უფლის სამყოფელში კაცობრიობის როლის გაგების დღედ.

 

კოსტაობა (15 ოქტომბერი)

დღესასწაული ეძღვნება ცნობილ ოს მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს კოსტა ხეთაგუროვს.

 

თბილისობა (ოქტომბრის ბოლო კვირადღე)

თბილისობა ყოველწლიური დღესასწაულია, რომელიც ოქტომბერში აღინიშნება და იზეიმება თბილისის, საქართველოს დედაქალაქის მრავალფეროვნება და ისტორია. ფესტივალის დროს ღია ცის ქვეშ, ქალაქის ისტორიულ უბანში - ძველ თბილისში, ეწყობა ტრადიციული მუსიკისა და ცეკვის კონცერტები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. ქალაქის წარსულისა და აწმყოს ზეიმის გარდა, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხი სასოფლო-სამეურნეო ბაზრობაზე წარმოადგენს საკუთარ რეგიონს.    

 

ყველა წმინდანის დღე ( 1 ნოემბერი)

ყველა წმინდანის დღე (ასევე ცნობილია ჰელოუინის, ყველა წმინდანის ხსენების ან ყველა წმინდანის ზეიმის სახელით) იზეიმება 1 ნოემბერს დასავლეთ ქრისტიანული ქვეყნების ნაწილში, აღმოსავლეთ ქრისტიანულ ქვეყნებში სამების დღესასწაულის მომდევნი პირველ კვირას, და ეძღვნება ყველა წმინდანს, ცნობილს თუ უცნობს. ყველა წმინდანის დღე დგება ჰელოუმასის მეორე დღეს, იწყება მზის ჩასვლისას 31 ოქტომბერს (იწოდება ჰელოუინად) და სრულდება 1 ნოემბერს მზის ჩასვლისას. იგი წინ უსწრებს ყველა სულის დღეს.    

 

გიორგობა (წმ. გიორგის დღე) (23 ნოემბერი)

წმინდა გიორგის დღე წმ. გიორგის დღესასწაულია. იგი აღინიშნება სხვადასხვა ქრისტიანულ ტაძარში და რამდენიმე ქვეყანაში, სამეფოში, ქალაქში, რომელთა მფარველია წმ. გიორგი. წმ. დიდმოწამე გიორგი მეომართა, მწყემსთა და გლახაკთა მფარველია. იგი ერთ-ერთი იმ წმინდანთაგანია, რომელსაც ქართველი ხალხი დიდ პატივს მიაგებს; მისი ხსენება წელიწადში ორჯერ აღინიშნება - 6 მაისს და 23 ნოემბერს. წმ. გიორგი გამოსახულება ამშვენებს საქართველოს გერბს.      

 

ჰანუკა (დეკემბერი)

ჰანუკა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც სინათლისა და კურთხევის ზეიმი, რვადღიანი ებრაული დღესასწაულია და აღინიშნება იერუსალიმში წმინდა ტაძრის (მეორე ტაძრის) ხელახლა კურთხევა ჩვ.წ.აღ. მეორე საუკუნეში მაკაბელთა აჯანყების პერიოდში. ჰანუკა იზეიმება რვა დღე და ღამე, დაწყებული კისლევის 25-ე დღიდან ებრაული კალენდრით, რომელიც შეიძლება დაემთხვეს ნებისმიერ დროს ნოემბერის ბოლოდან დეკემბრის დასაწყისამდე, გრეგორიანული კალენდრით. ეს არის სინათლის, სიხარულის, ბედნიერების, გართობისა და გემრიელი კერძების (მათ შორის გამომცხვარი ზეთოვანი ნამცხვარი და ღვეზლები) ზეიმი. საქართველოს ებრაული თემები აღნისნავენ ამ დღესასწაულს. იგი იზეიმება უნიკალურ შანდლებზე, 9-ფრთიანი მენორაზე ანუ ჰანუკიაზე, სანთლების ანთებით, თითო სანტელი დღესასწაულის ყოველ ღამეს, და ასე რვამდე დღესასწაულის ბოლო დღეს.   

 

ნიკოლოზობა (წმ. ნიკოლოზის დღე) (19 დეკემბერი)

წმინდა ნიკოლოზი, ასევე წოდებული ნიკოლოზ მირლიკიელი, იყო 4 საუკუნის წმინდანი და ლიკიაში მირლიკიის ბერძენი ეპისკოპოსი. იმის გამო, რომ მის სახელს უამრავი სასწაული უკავშირდება, იგი ასევე ცნობილია ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის სახელით. იგი ცნობილი იყო სიკეთის ჩუმად კეთებით, მაგ., ფულს უყრიდა ფეხსაცმელში მათ, ვინც ისინი გარეთ დატოვა მისთვის. წმ. ნიკოლოზი მეზღვაურების, ვაჭრების, მეისრეების, ქურდების, ბავშვების, სესხის გამცემთა და სტუდენტთა მეოხია. ნიკოლოზი უფროსია სხვა წმინდანებზე და მას ხელთ უპყრია სამოთხის კლიტის გასაღები, გადაჰყავს სულები იმქვეყნად, იცავს დაღუპულ მეომრებს და მბრძანებელია ქარისა და შტორმის.          

 

აიდა ეზდი (დეკემბერი)

აიდა ეზდი ეზიდების მტავარი რელიგიური დღესასწაულია. იგი აღინიშნება დეკემბრის პირველ პარასკევს, იულიუსის კალენდრის მიხედვით. დღესასწაულს წინ უსწრებს სამდღიანი მარხვა სულთან ეზიდის პატივსაცემად, რომელიც სავალდებულოა ყველა ეზიდისთვის. 

 

ეიდ ალ-ადჰა (ყურბან ბაირამი)

ეიდ ალ-ადჰა, ასევე ცნობილია როგორც შესაწირის ზეიმი, დიდი დღესასწაული, დიდი ეიდი, ყურბან ბაირამი და ბაქრიდი, მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება მსოფლიოს მუსულმანების მიერ წინასწარმეტყველ იბრაჰიმის სურვილის პატივსაცემად, შეეწირა თავისი მცირეწლოვანი პირველშობილი ძე ისმაილი, რაც იყო ღმერთის ნების მორჩილებისა და მისი ძის თანხმობის გამომხატველი, რომ ყოფილიყო შეწირული, სანამ ღმერთი არ ჩაერია და იბრაჰიმს მისცა ცხვარი, რათა ძის ნაცვლად ის შეეწირა. მუსლიმური მთავრის კალენდრით, ეიდ ალ-ადჰა აღინიშნება დუ ალ-ჰიჯას მე-10 დღეს და გრძელდება ოთხი დღე.