სადამკვირვებლო მისია-ჩვენ ვაკვირდებით არჩევნებს საქართველოში

2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში.

საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" განცხადება არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევებისა და ხარვეზების შესახებ.

საერთო-სამოქალაქო მოძრაობის - „მრავალეროვანი საქართველო“ სადამკვირვებლო მისია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროცესზე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ საქართველოს 5 რეგიონის 19 მუნიციპალიტეტსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გავრცელდა.

კერძოდ, ორგანიზაციის დამკვირვებლები არჩევნების პროცესს აკვირდებოდნენ ქვემო ქართლის (მარნეული, ბოლნისი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო, გარდაბანი, რუსთავი); სამცხე-ჯავახეთის (ნინოწმინდა, ახალქალაქი, ასპინძა, ახალციხე, ადიგენი, ბორჯომი); კახეთის (ლაგოდეხი, საგარეჯო, ახმეტა, ყვარელი); შიდა ქართლის (კასპი) და მცხეთა-მთიანეთის (მცხეთა) რეგიონებში.

„მრავალეროვანი საქართველო“ 15 ივნისის არჩევნებს 437 დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდებოდა, რომელთა შორის 352 უბნის დამკვირვებელი, 19 საოლქო საარჩევნო კომისიის, 64 მობილური ჯგუფის და 2 ცესკოს დამკვირვებელი გახლდათ.  

აქვე შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 1 მაისიდან, „მრავალეროვანი საქართველო“ ზემოხსენებულ 5 რეგიონში წინასაარჩევნო მონიტორინგს 12 გრძელვადიანი დამკვირვებლის საშუალებით აწარმოებდა.

“მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან ჩართულია ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფის საქმეში. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს, მათ შორის, აჭარასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონში.

 

“მრავალეროვანი საქართველო” 15 ივნისს, მედიასაშუალებებით მთელი დღის განმავლობაში  აქტიურად ავრცელებდა ინფორმაციას საარჩევნო უბნების გახსნის, კენჭისყრის დღის მიმდინარეობის, საარჩევნო უბნების დახურვისა და ხმის დათვლის პროცედურების დროს დაფიქსირებული დარღვევებისა და ხარვეზების შესახებ.

„მრავალეროვანი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში 17 ოპერატორი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. ისინი ორგანიზაციის დამკვირვებლებისგან რეგულარულად იღებდნენ ინფორმაციას ყველა იმ საყურადღებო ფაქტზე, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის  კონკრეტულ ხუთ რეგიონში.

ნებისმიერ მოქალაქეს თავადაც შეეძლო დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება “მრავალეროვანი–საქართელოს” ცხელი ხაზისთვის, რომელიც კონკრეტულად მოქალქეების მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიღებისა და მასზე რეაგირების მიზნით მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა.

სადამკვირვებლო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევდნენ ორგანიზაციის იურისტები.

* * *

15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, “მრავალეროვანი საქართველოს” სადამკვირვებლო პროგრამის ფარგლებში მომუშავე დამკვირვებელთა უმეტესობა დაუბრკოლებლად დაუშვეს უბნებზე მონიტორინგის განსახორციელებლად;  „მრავალეროვანი საქართველოს“ 350-დან 15 დამკვირვებელს არ მიეცა საშუალება, თავისუფლად დაკვირვებოდა უბნის გახსნის პროცესს.

350-დან 33 საარჩევნო უბანი მხოლოდ 08:10 სთ-ის შემდეგ იყო მზად ამომრჩევლის მისაღებად.  

გარდა ამისა, „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელთა მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, უმრავლეს შემთხვევაში უბანზე ბიულეტენების რაოდენობა ნაკლები იყო, ვიდრე ამომრჩეველი.

 

არჩევნების დღეს „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 121 ინციდენტი. მათგან:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საჩივრები:

 

„მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ დაიწერა 21 საჩივარი - მათგან 2 გადავიდა საოლქო კომისიაში. საჩივრებიდან 9 დაკმაყოფილდა, 5 მათგანის დაკმაყოფილებაზე უარი მიიღო ორგანიზაციამ, დანარჩენი კი პროცესშია.

„მრავალეროვანი საქართველო“ განაგრძობს საარჩევნო ოლქებზე არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგს იურისტების საშუალებით,  რომლებიც დაკვირვებას გაუწევენ   დამკვირვებელების მიერ დაწერილი საჩივრების მიმდინარეობის პროცესს.

   

 

საარჩევნო დღის მონიტორინგის წინასწარი შეფასება:

დასკვნის სახით  შეიძლება ითქვას, რომ “მრავალეროვანი საქართველოს” დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, უმეტესად ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ ქვეყნის კონკრეტული 5 რეგიონის (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი,  კახეთი, შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი) 19 მუნიციპალიტეტში გარკვეული ხარვეზებით მიმდინარეობდა,  რაც სავარაუდოდ ვერ იქონიებს გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე. აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული საარჩევნო პროცესი გამოირჩეოდა პოლიტიკური კონკურენციის უპრეცენდენტოდ მაღალი ხარისხით. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელთა უმრავლესობას მიეცა საშუალება, განეხორციელებინა დაკვირვება არჩევნების დღის ყველა პროცედურის მიმდინარეობის განმავლობაში. კენჭისყრა ზოგადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა მრავალეროვანი–საქართველოს დამკვირვებელებმა დააფიქსირეს რიგი მნიშვნელოვანი დარღვევებისა, რაც უმეტესწილად განპირობებული იყო ელექტორალური ცნობიერების დაბალი დონითა და პოლიტიკური კულტურის სიმწირით.

 

 

ინფორმაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების შესახებ:

იმ საარჩევნო უბნებში, სადაც ორგანიზაციამ განახორციელა დაკვირვება, 350 შემთხვევიდან 171 შემთხვევაში საუბნო კომისიის 13-ვე წევრი დაესწრო  უბნის გახსნის პროცედურას.

საარჩევნო ადმინისტრაცია,  ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, დაკომპლექტებული იყო ძირითადად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით. კერძოდ, 309 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები იყვნენ;

 

იმ უბნებზე, სადაც ორგანზიაციამ განახორციელა დაკვირვება, საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობაში ქალები ფართო სპექტრით იყვნენ წარმოდგენილნი, თუმცა მათ ნაკლებად ეკავათ გადაწყვეტილების მიმღებ თანამშრომელთა პოზიციები (თავმჯდომარე და/ან მდივანი). კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის 1798 იყო ქალი, მათგან 79 იყო კომისიის თავმჯდომარე.   საერთო ჯამში იმ 350 საარჩევნო უბანზე, სადაც ორგანიზაციამ განახორციელა სადამკვირვებლო პროგრამა, საუბნო საარჩევნო  კომისიის წევრებიდან 2429 იყო ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი. მათგან 1534 ფლობდა სახელმწიფო ენას. 

იმ 350 საარჩევნო უბნებიდან, რომლებსაც აკვირდებოდნენ მრავალეროვანი–საქართველოს დამკვირვებელბი, 263 საარჩევნო უბანზე კომისიის მდივანი ან/და თავმჯდომარე იყო ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი.

 

 

„მრავალეროვანი საქართველოს“  2014 წლის 15 ივნისის საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის დონორი ორგანიზაციებია: ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში და ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისთვის (NED).

ანგარიშში, პრესრელიზსა და თუ სპეციალურ განცხადებებში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის „მრავალეროვან საქართველოს“ და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.