სადამკვირვებლო მისია-ჩვენ ვაკვირდებით არჩევნებს საქართველოში
2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში.
საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" განცხადება არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევებისა და ხარვეზების შესახებ.
საერთო-სამოქალაქო მოძრაობის - „მრავალეროვანი საქართველო“ სადამკვირვებლო მისია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროცესზე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ საქართველოს 5 რეგიონის 19 მუნიციპალიტეტსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გავრცელდა.
კერძოდ, ორგანიზაციის დამკვირვებლები არჩევნების პროცესს აკვირდებოდნენ ქვემო ქართლის (მარნეული, ბოლნისი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო, გარდაბანი, რუსთავი); სამცხე-ჯავახეთის (ნინოწმინდა, ახალქალაქი, ასპინძა, ახალციხე, ადიგენი, ბორჯომი); კახეთის (ლაგოდეხი, საგარეჯო, ახმეტა, ყვარელი); შიდა ქართლის (კასპი) და მცხეთა-მთიანეთის (მცხეთა) რეგიონებში.
„მრავალეროვანი საქართველო“ 15 ივნისის არჩევნებს 437 დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდებოდა, რომელთა შორის 352 უბნის დამკვირვებელი, 19 საოლქო საარჩევნო კომისიის, 64 მობილური ჯგუფის და 2 ცესკოს დამკვირვებელი გახლდათ.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 1 მაისიდან, „მრავალეროვანი საქართველო“ ზემოხსენებულ 5 რეგიონში წინასაარჩევნო მონიტორინგს 12 გრძელვადიანი დამკვირვებლის საშუალებით აწარმოებდა.
“მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან ჩართულია ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფის საქმეში. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს, მათ შორის, აჭარასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონში.
“მრავალეროვანი საქართველო” 15 ივნისს, მედიასაშუალებებით მთელი დღის განმავლობაში აქტიურად ავრცელებდა ინფორმაციას საარჩევნო უბნების გახსნის, კენჭისყრის დღის მიმდინარეობის, საარჩევნო უბნების დახურვისა და ხმის დათვლის პროცედურების დროს დაფიქსირებული დარღვევებისა და ხარვეზების შესახებ.
„მრავალეროვანი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში 17 ოპერატორი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. ისინი ორგანიზაციის დამკვირვებლებისგან რეგულარულად იღებდნენ ინფორმაციას ყველა იმ საყურადღებო ფაქტზე, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის კონკრეტულ ხუთ რეგიონში.
ნებისმიერ მოქალაქეს თავადაც შეეძლო დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება “მრავალეროვანი–საქართელოს” ცხელი ხაზისთვის, რომელიც კონკრეტულად მოქალქეების მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიღებისა და მასზე რეაგირების მიზნით მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა.
სადამკვირვებლო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევდნენ ორგანიზაციის იურისტები.
* * *
15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, “მრავალეროვანი საქართველოს” სადამკვირვებლო პროგრამის ფარგლებში მომუშავე დამკვირვებელთა უმეტესობა დაუბრკოლებლად დაუშვეს უბნებზე მონიტორინგის განსახორციელებლად; „მრავალეროვანი საქართველოს“ 350-დან 15 დამკვირვებელს არ მიეცა საშუალება, თავისუფლად დაკვირვებოდა უბნის გახსნის პროცესს.
350-დან 33 საარჩევნო უბანი მხოლოდ 08:10 სთ-ის შემდეგ იყო მზად ამომრჩევლის მისაღებად.
გარდა ამისა, „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელთა მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, უმრავლეს შემთხვევაში უბანზე ბიულეტენების რაოდენობა ნაკლები იყო, ვიდრე ამომრჩეველი.
არჩევნების დღეს „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 121 ინციდენტი. მათგან:
- მუქარა/ზეწოლის 5 ფაქტი - #22 მარნეული საარჩევნო ოლქის #11 უბანზე, #25 ბოლნისის საარჩევნო ოლქის #59 საარჩევნო უბანზე, #37 ახალციხის #52 უბნის, #24 დმანისის ოქლის #39 უბანზე.
- საარჩევნო აგიტაციის 12 ფაქტი - #11 საგარეჯოს ოლქის #45 და #48 უბნებზე, #37 ახალციხის ოლქის #18 უბანზე, #25 ბოლნისის ოლქის #10 უბანზე, #22 მარნეულის ოლქის #83 უბანზე, #24 დმანისის ოლქის #39 უბანზე, #25 ბოლნისის #50 უბანზე, #22 მარნეულის #39 უბანზე, #22 მარნეულის #7 უბანზე, #41 ნინოწმინდის #17 უბანზე, #11 საგარეჯოს ოლქის #48 უბანზე, #21 გარდაბნის #41 უბანზე.
- დამკვირვებლების უფლების უკანონოდ შეზღუდვის 5 ფაქტი - #22 მარნეულის ოლქის #69 და 32 უბნებზე, #25 ბოლნისის ოლქის #59 უბანზე, #37 ახალციხის ოლქის #12 უბანზე, #11 საგარეჯოს ოლქის #40 უბანზე.
- საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოების 8 ფაქტი - #41 ნინოწმინდის ოლქის # 8 უბანზე, #40 ახალქალაქის ოლქის #68 უბანზე, #23 ბოლნისის ოლქის #39 უბანზე, #22 მარნეულის ოლქის #83 უბანზე, #11 საგარეჯოს #46 უბანზე, #25 ბოლნისის ოლქის #10, #38 და #56 უბნებზე.
- უბნის არასათანადო მოწყობის 4 ფაქტი - #22 მარნეულის ოლქის #7 უბანზე, #41 ნინოწმინდის ოლქის #14 უბანზე, #23 ბოლნისის ოლქის #38 უბანზე, #24 დმანისის ოლქის #5 უბანზე.
- წილის ყრის ჩატარების წესის დარღვევის 3 ფაქტი - #22 მარნეულის ოლქის #13 და #72 უბნებზე, #23 ბოლნისის ოლქის #25 უბანზე.
- მარკირების შემოწმების/გაკეთების გარეშე ხმის მიცემის 17 ფაქტი: #40 ახალციხის ოლქის #20, #24 უბანზე, #23 ბოლნისის ოლქის #36 უბანზე, #24 დმანისის ოლქის #1, #7 უბნებზე, #22 მარნეულის ოლქის #7, #50, #11, #12, #18 და #83 უბნებზე, #41 ნინოწმინდის ოლქის #12, #14 უბნებზე, #23 ბოლნისის ოლქის #29 უბანზე, #30 კასპის საარჩევნო ოქლსი #26 საარჩევნო, #11 საგარეჯოს ოლქის #48 უბანზე, #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქის #17 უბანზე.
- საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის 12 შემთხვევა - #23 ბოლნისის ოლქის #23 და #38 უბნებზე, #11 საგარეჯოს ოლქის #44 უბანზე, #40 ახალციხის ოლქის #12 უბანზე, #22 მარნეულის ოლქის #10 უბანზე, #24 დმანისის ოლქის #4 უბანზე, #41 ნინოწმინდის ოლქის #12 უბანზე, #30 კასპის ოლქის #21 უბანზე, #22 მარნეულის ოლქის #67 უბანზე, #22 მარნეულის ოლქის #11 და #18 უბნებზე.
- კენჭისყრის ფარულობის დარღვევის 13 შემთხვევა - #23 ბოლნისის ოლქის #42, #59, #40 უბნებზე, #40 ახალქალაქის ოლქის #68 უბანზე, #41 ნინოწმინდის ოლქის #14 უბანზე, #11 საგარეჯოს ოქლის #46 უბანზე, #41 ნინოწმინდის ოლქის #12 უბანზე, #30 კასპის ოლქის #26 უბანზე, #22 მარნეულის ოლქის #48 უბანზე, #22 გარდაბნის ოლქის #10 უბანზე, #41 ნინოწმინდის ოქლის #12 უბანზე, #22 მარნეულის ოლქის #10 უბანზე.
- ბიულეტენების ჩაყრის 1 ფაქტი - #22 მარნეულის ოლქის #42 უბანზე.
- არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემის მცდელობის 6 ფაქტი -#40 ახალციხის ოლქის #18 უბანზე, #22 მარნეულის ოლქის #32 და #41 უბნებზე, #41 ნინოწმინდის ოლქის #14 და #32 უბნებზე;
- სიაში წინასწარ დაფიქსირებული ხელმოწერის 1 შემთხვევა - #11 საგარეჯოს ოლქის #45 უბანზე.
- ბიულეტენის არდამოწმების 1 შემთხვევა - #24 დმანისის ოლქის #1 უბანზე.
- საკონტროლო ფურცლის შეუსაბამობის 3 ფაქტი - #11 საგარეჯოს ოლქის #40, #44 უბნებზე, #21 გარდაბნის ოლქის #22 უბანზე;
- ბიულეტენების რაოდენობა არ ემთხვევა სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერის რაოდენობას 7 შემთხვევაში: #23 ბოლნისის ოლქის #38 უბანზე, #41 ახალქალაქის ოლქის # 63 უბანზე, #36 ბორჯომის ოლქის #17 უბანზე, #37 ახალციხის ოლქის #23 უბანზე, #24 დმანისის ოლქის #2 უბანზე, #21 გარდაბნის ოლქის #42 უბანზე.
- უბნის არასათანადო მოწყობის ერთი ფაქტი დაფიქსირდა #24 დმანისის საარჩევნო ოლქის #5 უბანზე: აღნიშნულ უბანზე 700 ამომრჩეველზე მხოლოდ ერთი კაბინა იყო განკუთვნილი.
- #25 წალკის საარჩევნო ოლქის #21 უბანზე, სოფელ თოლიანში, საკონტროლო ფურცლის სამივე ეგზემპლარი ერთად ჩააგდეს ხმის მიცემის ძირითად ყუთში. დამკვირვებლის საჩივრის საფუძველზე კენჭისყრის პროცესი შეჩერდა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საკონტროლო ფურცელში პირველი ამომრჩევლის მონაცემები შეტანილი არ იყო, რადგან ფურცლები ძირითად ყუთში მანამდე ჩაყარეს. ყუთის გახსნის შემდეგ, როდესაც საკონტროლო ფურცლები ამოიღეს, კომისიის წევრებმა პირველი ამომრჩევლის მონაცემები თავიანთი შეხედულებისამებრ შეავსეს. იმ დროისთვის არჩევანი უკვე გაკეთებული ჰქონდა 18 ამომრჩეველს.
- #23 ბოლნისის საარჩევნო ოლქის #24 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის შედეგების გაყალბების შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, სოფელ სამწვერისში გადასატანი ყუთის სიაში არჩევნების დღეს 2 ამომრჩეველი დაამატეს.
- #21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის #56 საარჩევნო უბანზე პირადობის ასლით ხმის მიცემის 7 შემთხვევა დაფიქსირდა.
- #22 მარნეულის საოლქო კომისიის #42 საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიის მდივანი არ ფლობდა ქართული ენას. ამის გამო მდივნის ფუნქციას არაუფლებამოსილი პირი - კომისიის სხვა წევრი - ასრულებდა. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის რეაგირების შემდეგ მდივანი აღნიშნულ საარჩევნო უბანზე შეიცვალა.
- მარნეულის #22 საოლქო კომისიის #26 საარჩევნო უბანზე, სოფ წერეთელში უბანზე აგიტაციის/პროპაგანდის შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, ამომრჩეველი უბანზე გამოცხადდა სამოსით, რომელზეც დატანებული იყო პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ საიდენტიფიკაციო სიმბოლოები - საარჩევნო ნომერი და ლოგო.
- მარნეულის #22 საოლქო კომისიის #50 უბანზე „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ დაფიქსირდა პროცედურული დარღვევა. კერძოდ, ბიულეტენები ძირითად ყუთში ჩაყარეს საკონტროლო ფურცლის ჩაგდებამდე.
- მარნეულის #22 საოლქო კომისიის #41 უბანზე, სოფელ დიდ მუღანლოში, 20-ზე მეტმა ამომრჩეველმა ხმა მისცა პირადობის მოწმობის წარდგენის გარეშე. თავიდან კომისიის თავმჯდომარემ ორგანიზაციის დამკვირვებლის საჩივრის დარეგისტრირებაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ ამომრჩევლებს პირადად იცნობდა. თუმცა საბოლოოდ დაარეგისტრირა.
- 11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის ამომრჩეველთა სიაში ყუთის მობრუნების შემდეგ, ამომრჩეველთა ხელმოწერა არ იყო დაფიქსირებული.
- #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #22 საარჩევნო უბანზე, სოფელ შაუმიანში, დაფისირებულია არასათანადო დოკუმენტით (მართვის მოწმობით) ხმის მიცემის მცდელობა.
- #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #83 საარჩევნო უბანზე სამმა ამომრჩეველმა ხმა მარკირების შემოწმების გარეშე მისცა ხმა. ორგანიზაციის დამკვირვებელმა აღნიშნულ ფაქტზე საჩივარი დაწერა.
- #11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბანზე, რეგისტრატორმა ამომრჩევლის სიაში, სხვა პირის გრაფაში მოაწერინა ხელი ამომრჩეველს, რის გამოც მეორე ამომრჩეველს დაეკარგა ხმის მიცემის უფლება. დაიწერა საჩივარი რეგისტრატორის პასუხისმგებლობის საკითხზე.
- #40 ახალაქალაქის საარჩევნო ოლქის 46 საარჩევნო უბანზე, კონვერტების არასწორი გამოყენების გამო ამოიწურა კონვერტების რაოდენობა. ხმის მიცემა გაგრძელდა უბანზე კონვერტების გარეშე - ამომრჩევლები ბიულეტენებს ყუთში კონვერტების გარეშე ყრიდნენ. ჩვენი დამკვირვებლების რეაგირების შემდეგ, მოიტანეს კონვერტების დამატებითი რაოდენობა.
- #40 ახალქალაქის საოლქო კომისიის თავმჯდომარე შემაჯამებელი ოქმის გადაღებისათვის ითხოვდა გარკვეული თანხის ცესკოს ანგარიშზე შეტანას. ამის თაობაზე „მრავალეროვანი საქართველოს“ ოფისი დაუკავშირდა ცესკოს და აღნიშნული ფაქტი აღმოიფხვრა.
- ოთხი საარჩევნო უბნის - #11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის #40 და #44 უბნების, #21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის #22-ის უბანზე და #25 წალკის საარჩევნო ოლქის #21 უბანზე ბათილობის საფუძველი არსებობს. - ზემოაღნიშნულ უბნებზე საკონტროლო ფურცელი, რომლის სამივე ფურცელი უნდა იყოს იდენტური, არ შეესაბამებოდა ერთმანეთს.
- #11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის #40 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელზე განსაკუთრებულად ძლიერი ზეწოლა, რის გამოც იგი იძულებული გახდა, უბანი დაეტოვებინა. ზეწოლა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ აღნიშნულ საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცლები არ შეესაბამებოდა ერთმანეთს. მიუხედავად მოთხოვნისა, ჩვენი ორგანიზაციის დამკვირვებელს არ მისცეს საშუალება, რომ დაეწერა საჩივარი.
- #21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის #22 უბანზეც არ მიეცა საჩივრის დარეგისტრირების საშუალება „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელს. ორგანიზაციამ ფაქტი საოლქოში გაასაჩივრა.
- #25 წალკის საარჩევნო ოლქის #21 საარჩევნო უბანზე კი „მრავალეროვანი საქართველოს“ საჩივარი არ დააკმაყოფილა.
- #23 ბოლნისის საარჩევნო ოლქის #38 უბანზე, ხმის მიცემის ყუთში ამომრჩეველთა ხელმოწერებზე მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა.
- მსგავსი პრობლემა დაფიქსირდა #40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქის #63 უბანზეც.
საჩივრები:
„მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ დაიწერა 21 საჩივარი - მათგან 2 გადავიდა საოლქო კომისიაში. საჩივრებიდან 9 დაკმაყოფილდა, 5 მათგანის დაკმაყოფილებაზე უარი მიიღო ორგანიზაციამ, დანარჩენი კი პროცესშია.
„მრავალეროვანი საქართველო“ განაგრძობს საარჩევნო ოლქებზე არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგს იურისტების საშუალებით, რომლებიც დაკვირვებას გაუწევენ დამკვირვებელების მიერ დაწერილი საჩივრების მიმდინარეობის პროცესს.
საარჩევნო დღის მონიტორინგის წინასწარი შეფასება:
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ “მრავალეროვანი საქართველოს” დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, უმეტესად ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ ქვეყნის კონკრეტული 5 რეგიონის (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი) 19 მუნიციპალიტეტში გარკვეული ხარვეზებით მიმდინარეობდა, რაც სავარაუდოდ ვერ იქონიებს გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე. აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული საარჩევნო პროცესი გამოირჩეოდა პოლიტიკური კონკურენციის უპრეცენდენტოდ მაღალი ხარისხით. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელთა უმრავლესობას მიეცა საშუალება, განეხორციელებინა დაკვირვება არჩევნების დღის ყველა პროცედურის მიმდინარეობის განმავლობაში. კენჭისყრა ზოგადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა მრავალეროვანი–საქართველოს დამკვირვებელებმა დააფიქსირეს რიგი მნიშვნელოვანი დარღვევებისა, რაც უმეტესწილად განპირობებული იყო ელექტორალური ცნობიერების დაბალი დონითა და პოლიტიკური კულტურის სიმწირით.
ინფორმაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების შესახებ:
იმ საარჩევნო უბნებში, სადაც ორგანიზაციამ განახორციელა დაკვირვება, 350 შემთხვევიდან 171 შემთხვევაში საუბნო კომისიის 13-ვე წევრი დაესწრო უბნის გახსნის პროცედურას.
საარჩევნო ადმინისტრაცია, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, დაკომპლექტებული იყო ძირითადად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით. კერძოდ, 309 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები იყვნენ;
იმ უბნებზე, სადაც ორგანზიაციამ განახორციელა დაკვირვება, საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობაში ქალები ფართო სპექტრით იყვნენ წარმოდგენილნი, თუმცა მათ ნაკლებად ეკავათ გადაწყვეტილების მიმღებ თანამშრომელთა პოზიციები (თავმჯდომარე და/ან მდივანი). კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის 1798 იყო ქალი, მათგან 79 იყო კომისიის თავმჯდომარე. საერთო ჯამში იმ 350 საარჩევნო უბანზე, სადაც ორგანიზაციამ განახორციელა სადამკვირვებლო პროგრამა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებიდან 2429 იყო ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი. მათგან 1534 ფლობდა სახელმწიფო ენას.
იმ 350 საარჩევნო უბნებიდან, რომლებსაც აკვირდებოდნენ მრავალეროვანი–საქართველოს დამკვირვებელბი, 263 საარჩევნო უბანზე კომისიის მდივანი ან/და თავმჯდომარე იყო ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი.
„მრავალეროვანი საქართველოს“ 2014 წლის 15 ივნისის საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის დონორი ორგანიზაციებია: ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში და ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისთვის (NED).
ანგარიშში, პრესრელიზსა და თუ სპეციალურ განცხადებებში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის „მრავალეროვან საქართველოს“ და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.