მრავალეროვანი საქართველოს განცხადება 07: 00-დან 08 : 00-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის, ასევე ხმის მიცემის პროცესის მიმდინარეობის შესახებ

განცხადება

07:00-დან 08 : 00-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის, ასევე ხმის მიცემის პროცესის მიმდინარეობის შესახებ

21 ოქტომბერი

 11:00

 

საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამას.  

 არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა მოიცავს 19 საარჩევნო ოლქს, კერძოდ: რუსთავის # 20, გარდაბნის # 21, მარნეულის # 22, ბოლნისის # 23, დმანისის # 24, წალკის # 25, თეთრიწყაროს # 26, (ქვემო ქართლი), ბორჯომის # 36, ახალციხის # 37, ადიგენის # 38, ასპინძის # 39, ახალქალაქის # 40, ნინოწმინდის # 41, (სამცხე-ჯავახეთი), საგარეჯოს # 11, ახმეტის # 18, (კახეთის), კასპის # 30,  გორის # 32, ქარელის # 33 და ხაშურის # 35 (შიდა ქართლის) საარჩევნო ოლქებს.

 სამონიტორინგო პროგრამაში ჩართულია 487 მოკლევადიანი დამკვირვებელი, მათ შორის საუბნო, მობილიური ჯგუფის, საოლქო საარჩევნო კომისიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი.

 სამონიტორინგო პროგრამა სრულად ფარავს რუსთავის # 20, მარნეულის # 22, გორის # 32, ახალციხის # 37 და ახალქალაქის # 40 საარჩევნო ოლქებს. 

 

არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამის ხელშეწყობის მიზნით „მრავალეროვანი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს ინციდენტების ცენტრი. ინციდენტების ცენტრის 8 ოპერატორი მუშაობს საგანგებო რეჟიმში. ოპერატორები მოკლევადიანი დამკვირვებლებისაგან მუდმივ რეჟიმში იღებენ და ამუშავებენ საარჩევნო ხასიათის ინფორმაციას. 

 გარდა აღნიშნულისა, „მრავალეროვანი საქართველოს“ ოფისში მოქმედებს ცხელი ხაზი (591 04 76 02), რითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს და არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამას მიაწოდოს მის ხელთ არსებული საარჩევნო ხასიათის ინფორმაცია.

 არჩევნებზე დღეზე სამონიტორინგო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევენ პროგრამის იურისტები.

 07:00-დან 08:00-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესბამისად:

 ყველა დამკვირვებელი დაუბრკოლებლივ შეუშვეს საარჩევნო უბანზე;

  • ყველა დამკვირვებელს მიეცა შესაძლებლობა თავისუფლად დაკვირვებოდა უბნის გახსნისა და მოწყობის პროცედურებს;
  • თითქმის ყველა საარჩევნო უბანი მზად იყო  პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისათვის, გარდა ერთი საარჩევნო უბნისა;
  • არ დაფიქსირდა ძირითადი სახის დარღვევები უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში.

 ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შესაძლოა დავასკვნათ, რომ ზოგადად უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი წარიმართა მშვიდ გარემოში, თუმცა გარკვეული ხარვეზებით, მათ შორის:

 

  • კომისიის თავმჯდომარისა და მოადგილის მხრიდან რეგისტრატორის ფუნქციის შეთავსება

 

  • ამომრჩევლის მარკირების წესის დარღვევა -4

 

  • სადემონსტრაციო ოქმის ფანქრით შევსება

 

  • 08:00 საათისათვის საარჩევნო უბანის მზად არ ყოფნა პირველი ამომრჩევლის მისაღბად

 

  • ამომრჩევლისათვის ხმის მიცემის უფლების უკანონოდ შეზღუდვა

 

  • სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის  

 

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ ხმის მიცემა

 

  • საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორების მიერ წინასწარ საარჩევნო ბიულეტინზე ხელის მოწერა და ბეჭდით დამოწმება

 

  • საარჩევნო უბანზე ყუთის მეთვალყურის მიერ ამომრჩევლების დახმარება ბიულეტინის სპეციალურ კონვერტში მოთავსების მიზნით

 

  • საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა
  • საარჩევნო უბანზე ერთიდაიმავე საარჩევნო სუბიექტის ორი წარმომადგენელის ერთდროულად ყოფნა

| |